პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000
პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს, - ამის შესახებ აუდიტის
დასკვნაში ვკითხულობთ.
„2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული
მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების
მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ცენტრმა 2017 წლიდან
დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება
კომპიუტერული უნარების განსავითარებლად.
მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს
შეადგენს, “ - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს დისტანციური
სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართული იყო სხვადასხვა საგნობრივი
ჯგუფის 33 მასწავლებელი − 28 სკოლაში, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს
33 მასწავლებელი − 31 სკოლაში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ სკოლაში
არსებობს კონკრეტულ საგანში მასწავლებლის დეფიციტი, ფიქსირდება
შემთხვევები, როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა
არამომიჯნავე საგანს.
„2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594
მასწავლებელი) ასწავლიდა მე-7 − მე-12 კლასებში სხვადასხვა
არამომიჯნავე საგანს,
მათ შორის, 241 მასწავლებელი − ქ. თბილისის სკოლებში. მაგალითად,
რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი
ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და
ლიტერატურას, ხოლო მეორე − ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე
ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის
10-11 განსხვავებულ საგანს. აღნიშნული წარმოშობს სწავლა-სწავლების
პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს.“ - ვკითხულობთ
ეფექტიანობის
აუდიტის ანგარიშში, რომელიც ჩატარდა აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის
მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) და აუდიტის
განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით.
მასალის გამოყენების პირობები