დედოფლისწყაროს 15 საჯარო სკოლიდან 4 ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა, ეთერ დავითაშვილმა განუცხადა.
"სრულ დისტანციურ სწავლებაზეა - დედოფლისწყაროს #1 სკოლა, ასევე -
ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ზემო ქედის #2 საჯარო
სკოლები. ვირუსი უდასტურდებათ მოსწავლეებსაც და ძალიან ბევრ
პედაგოგს. არის ისეთი სკოლებიც, სადაც მხოლოდ კლასია გადასული ონლაინ
სწავლებაზე. ასეთი ვითარებაა, ჯერჯერობით საგანგაშო
არაფერია,"-აღნიშნა ეთერ დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის 1
253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები