თელავის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლიდან, რომლებიც
ონლაინრეჟიმზე იმყოფებოდა, ექვსი საგაკვეთილო პროცესს საკლასო
ოთახებში დაუბრუნდა, სამი კი - სწავლას კვლავ დისტანციურად
განაგრძობს.
ამის შესახებ
speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა,
ლევან მრელაშვილმა განუცხადა.
-"იყალთოს სკოლაში 4 ნოემბერს განახლდება სწავლა, რუისპირის სკოლა რვა
ნოემბრამდეა გადასული ონლაინ სწავლებაზე. ქალაქ თელავის #6 სკოლაში,
მშობლებმა დაარეგისტრირეს ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე 8
ნოემბრამდე. უმრავლესობა სკოლაში გვაქვს ჰიბრიდული მოდელი, ანუ, ზოგან
კლასია გადაყვანილი ონლაინ სწავლებაზე, ზოგან - საგანი, "- აღნიშნა
მრელაშვილმა.
ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 27 საჯარო და ერთი კერძო
სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები