„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეულში კახეთიდან 2 პედაგოგია
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული ცნობილია.
მათ შორის არიან თელავისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგები.
2021 წლის საუკეთესო ათეული ასეთია:
სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის,
სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი.
ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და
კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი.
გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი
საფეხურის მასწავლებელი.
ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი.
ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის
მასწავლებელი.
გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო
სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი
საქართველოს და ქართულის მასწავლებელი.
აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის
ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის
მასწავლებელი.
მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია
აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის
საერთაშორისო დღეს გამოვლინდება, რომელსაც კამპანიის გენერალური
სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი
გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი
დააჯილდოებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13
მაისს დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები