2021 წლის საგამოცდო პროცესი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით
ჩატარდება.
არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი
გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები. მთავარი სიახლე
იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები,
რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ –
პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი
ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2
კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული
დაფარვა.
გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის
სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
• მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
• მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს,
ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
• დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის
მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების
უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული
კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის
მუშაობის პირობები.
ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ
გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი,
მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.
გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი
საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა
მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის
მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის
პირობებში.
მასალის გამოყენების პირობები