წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ 27 ნოემბრის
დადგენილებით,წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები
ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს
მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება
აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის
მოპოვების პროცესში“, - ნათქვამია დადგენილბაში.
ახალი დადგენილების თანახმად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის
მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური
შეფასება: პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება, რომელიც მოიცავს: გარე
დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში
განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირებას) და
პორტფოლიოს შეფასება.
ხოლო მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი
მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც
მოიცავს: პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას; მასწავლებლის
პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს გარე დაკვირვებასა
და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ
გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების
წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.
მასალის გამოყენების პირობები