სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი
ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ
ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების
მიხედვით, 4 მარტს გამოქვეყნდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
დირექტორობის მსურველებმა, რომლებსაც აქვთ გადაადგილების შეზღუდვა და
საჭიროებენ ადაპტირებულ გარემოს (ლიფტი, პანდუსი), მათი საჭიროებების
გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით,
განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი
პეკინის N44, ელ-ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
).
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება გაიმართება
ელექტრონული ფორმით 6 და 7 მარტს შემდეგ მისამართებზე:
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).
ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი
სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია – 16:00 საათზე.
მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველები, რომლებიც
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მისამართი: ქ.
თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი პეკინის N44, ელ-ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
) 2020 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, მიმართავენ
შესაბამისი განცხადებითა და ცნობით, ტესტზე სამუშაოდ მიეცემათ
დამატებით 30 წუთი.
რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით,
საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
2. საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის
დროს;
3. საწერი კალამი.
ტესტირებაზე არ დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელსაც თან არ
ექნება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და
საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, ასევე – რეგისტრაციაზე/ტესტირებაზე
დაგვიანებული პირი.
მასალის გამოყენების პირობები