მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების
გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით
საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები
გამოცხადდება.
ამის შესახებ ინფორმაციას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გაცდენილი
სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის
შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ
სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის
სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. იმ სკოლებში, სადაც
გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან
როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები (იხ. სკოლების
ჩამონათვალი).
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების
გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით,
განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება
წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე,
გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.
გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს სადაც არდადეგები გამოცხადდა:
სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII
კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები
(რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII
კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII
კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII
კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 –
10.11.2019
მასალის გამოყენების პირობები