ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში
ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით განათლების სამინისტროს,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა
უფლება-მოვალეობები ჩამოყალიბდა.
ბრძანების მიხედვით, განათლების სამინისტროს უფლება-მოვალეობები
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო
უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და
პირობებით, დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს მისი
შესრულების მონიტორინგს;
ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების
შესრულების მონიტორინგს;
გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;
დ)განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების,
გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების
სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ
მოთხოვნებს, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრებს
(გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);
ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ
შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების
დაცვით;
ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის
შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი
დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი
გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს
სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის;
თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული
უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირისთვის დელეგირება;
ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების
მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ
სისტემასთან;
კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი
ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი
ხელშეკრულებები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა
უფლებამოსილებები.
საავტორო უფლების მფლობელის მოვალეობებს, კი შემდეგნაირად
განისაზღვრა:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას
კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით.
ამ მიზნით იგი უფლებამოსილია მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს
ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა
და სკოლების მიხედვით;
ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს,
ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ
სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და
ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის
ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას.
5. სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო
რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში),
ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული
სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში).
6. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური
გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის
საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის
შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და
მართვის სისტემას. მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის
მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ
ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის
შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ
შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების
შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა
დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა
ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია
მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე
ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და
იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.“
მასალის გამოყენების პირობები