ქართველი ბავშვების საყვარელმა სიღნაღელმა მწერალმა, ვლადიმერ ასლამაზიშვილმა პატარებს ახალი ზღაპარი _ "კურკა კერკელი, მეზღაპრე ადამიანო და უჩინარი ბიჭი" აჩუქა. ზღაპარი სოფელ კერკის მაცხოვრებლების მხიარულ და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე მოუთხრობს მკითხველს და მათ ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. "ციცქნას ახალი ფათერაკების" "თაკოს ხარების", "ფიფქიასა და ფიქრიას", "ქვეყნად რამდენი კარგი ადამიანიას" და სხვა საყმაწვილო წიგნებთან ერთად "კურკა კერკელი, მეზღაპრე ადამიანო და უჩინარი ბიჭიც" პატარების საყვარელი ზღაპარი და სამაგიდო წიგნი გახდება. ვლადიმერ ასლამაზიშვილის არაერთი მოთხრობა და ლექსი შეტანილია დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში და კლასგარეშე კრებულებში, ნათარგმნია უცხოურ ენებზე. მწერალი წლების განმავლობაში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა ნარკვევებს, დაჯილდოვებულია "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით. წელს, ვლადიმერ ასლამაზიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, შიო მღვიმელის პრემიით დააჯილდოვა. ახალი ზღაპარი "კურკა კერკელი, მეზღაპრე ადამიანო და უჩინარი ბიჭი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით გამოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები