განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019
სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად
იქნება. პირველი ეტაპი სკოლაში განხორციელდება, სადაც რეგისტრირდებიან
ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც
სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის
ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა და შესაძლებელი
იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს
აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I
ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. ვებ–გვერდებზე:
www.mes.gov.ge და www.emis.ge.
მესამე ეტაპი განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ
გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე
დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში
მისვლის დროს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში
ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ასეთია:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა
შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და
ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული
დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის
მინიჭება;
• სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და
სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
მასალის გამოყენების პირობები