2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს
დაიწყება.
პირველ ეტაპზე, რომელიც 24 აპრილს დასრულდება დარეგისტრირდებიან ის
მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც
სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის
ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. I
ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდან - 5 მაისის
ჩათვლით.
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 8
მაისის დილის 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით.
შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის
ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE.
დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან
პირველ ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. ვებ–გვერდებზე:
www.mes.gov.ge და www.emis.ge პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში,
რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15
ივნისის ჩათვლით.
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 30
ივნისს.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ
გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე
დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში
მისვლის დროს.
მასალის გამოყენების პირობები