განათლება
ბავშვთა ფიზიკური შრომა განათლების ნაცვლად [ინფოგრაფიკა]
ლამბალოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის 68 მოსწავლიდან, წლის ბოლოს 37-მა მათგანმა სწავლა შეწყვიტა. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც დირექტორი დავით როსტომაშვილი ამბობს, რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საოჯახო მეურნეობაში მათი ჩართულობა.

-„როცა შემოსავლის წყაროა მესაქონლეობა, მთლიანი ოჯახი ამ სფეროშია დასაქმებული. ბავშვებსაც გათავისებული აქვთ, რომ მათი ცხოვრება და კეთილდღეობა საქონელზეა დამოკიდებული და ამ საქმიანობას უნდა მიჰყვნენ.
გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, ბოლო გამოცდა ვერ ჩააბარა იმის გამო, რომ ოჯახი ცხვარში მიდიოდა და დროში ვერ ჩაეტია. ის ერთი დღე ვეღარ დატოვეს სახლში. მოგეხსენებათ, ესენი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და სეზონურად გადაადგილება უწევთ.“

ლამბალოს სკოლის დირექტორის მოადგილე, მამედ მამედოვის თქმით, გოგონები სწავლის საჭიროებას ვერ ხედავენ.
-„ვთქვათ, გოგომ საბანკო საქმე შეისწავლა, სად უნდა იმუშაოს, სად არის სამსახური? სახლში კი, მშობლებს ეხმარება საოჯახო საქმიანობაში, მაგალითად, ძროხებს წველის.“

როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, ბავშთა შრომის პრობლემა საქართველოში პირდაპირ დაკავშირებულია განათლების ხელმისაწვდომობასთან და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობასთან.
-„ ჩემი აზრით, ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ ბავშვთა შრომის მიმართ, არამარტო აზერბაიჯანულ თემში, არამედ მთელ ქვეყანაში ძალიან უცნაური დამოკიდებულება არსებობს. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. სახელმწიფომ ბავშვებს უნდა შესთავაზოს განათლების მიღებისა და პროფესიის დაუფლების შანსები.
საზოგადოება ერთი მხრივ ტოლერანტულია ბავშთა შრომის მიმართ, მეორე მხრივ ვერ ვაფასებთ განათლების ძალას. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება მრავალმხრივი მიდგომა და გაუმჯობესება.“

ერთ-ერთი საკითხი, რაც ამავე თემის ტრადიციებს უკავშირდება, არის ნიშნობა. დავით როსტომაშვილის თქმით, ბავშვები ინიშნებიან პატარა ასაკში, მაგრამ სრულწლოვნები ქორწინებიან. შესაძლოა, გოგოს არც უნდოდეს ოჯახის რჩეულზე დანიშვნა, მაგრამ ამის შესახებ ხმას არ იღებს, რადგან ეს მათი ტრადიციაა, რომლის წინააღმდეგაც ვერ წავა.

მიუხედავად ამისა, მათ სკოლაში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მოსწავლეს ფსიქოლოგის ან სხვა სპეციალისტის დახმარება დასჭირვებოდა, რადგან სკოლაში ძალადობის ფაქტები არ მომხდარა, არც მოსწავლისთვის შეუნიშნავთ, რომ ოჯახში ძალადობას განიცდიდეს, ამის თაობაზე დირექციისთვის არც რომელიმე კლასის დამრიგებელს მიუმართავს.

ბავშვების ძალადობისგან დასაცავად საქართველოში სხვადასხვა პროგრამა მუშაობს. ერთ-ერთია ბავშვთა რეფერირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (საჯარო სკოლებში) დანიშნულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებზე პასუხისმგებელი პირი: იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ არ მუშაობს, ამ მოვალეობას დირექტორები ან მათი მოადგილეები ითავსებენ.

როგორც მანდატურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, 2016-2017 წლებში რეფერირების თაობაზე იორმუღანლოს თემიდან არც ერთი განაცხადი არ შესულა. ასევე არც ერთი მიმართვა არ აქვს მიღებული სოციალურ სააგენტოს.
იორმუღანლოს თემში ერთი არასრული და სამი საჯარო სკოლაა. ყველა დირექტორი ამბობს, რომ მათ სკოლაში არც მსუბუქი და მით უფრო არც რთული ფორმის ძალადობის ფაქტები არ ყოფილა.

ჩვენთან საუბარი მხოლოდ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა კაზახ აბდულაევმა არ ისურვა.
ლამბალოს სკოლაში რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი დირექტორის მოადგილე მამედ მამედოვია. ისიც ადასტურებს, რომ მათ სკოლაში ფსიქოლოგის დახმარება არც ერთ ბავშვს არ სჭირდება. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მოსწავლეები ამ პრობლემის გამჟღავნებისგან თავს იკავებდნენ.

-„ზოგჯერ ბავშვია წინააღმდეგი, ზოგჯერ თვითონ მშობელი, არ უნდათ, რომ მათი პრობლემები გახმაურდეს. რომც შევნიშნო, მოსწავლეს რაღაც აწუხებს, ოჯახის მომართვის გარეშე მანდატურის სამსახურში ვერ გადავამისამართებ, უფლება არ მაქვს. “

ის, რომ ძალადობის შესახებ იორმუღანლოს თემიდან არც ერთი განცხადება არ არის შესული მანდატურის სამსახურსა თუ სოციალური მომსახურების სააგენტოში, არ უკვრის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს. ანა აბაშიძის თქმით, საქართველოში საზოგადოება არ არის ასეთი ფხიზელი, რომ ბავშთა ინტერესების დარღვევის შემთხვევაში,  მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინოს. ეს საკითხი განსაკუთრებით არ არის აქტუალური უმცირესობათა თემში, რაც მიუთითებს არა იმაზე, რომ არ ხდება ძალადობა, არამედ გვეუბნება იმას, რომ უფრო მეტია სამუშაო, რათა პროფესიონალებმა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.

-„ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რა თქმა უნდა, განათლების საშუალო საფეხური (10-12 კლასი) არ არის სავალდებულო, მაგრამ ეს არ უნდა განვმარტოთ ისე, რომ თუ ვინმე ბავშვს აიძულებს, სკოლა დატოვოს, ეს თითქოს არ ყოფილა პრობლემა. თუ საბაზისო განათლების შემდეგ ვინმე ჩაერევა ბავშვის ნების ფორმირებაში, ან განახორციელებს ძალადობრივ ქმედებას, კანონის მიხედვით, ყველაზე მცირე, ეს ნიშნავს, განათლების უფლების შეზღუდვას, მაქსიმუმ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული.
სკოლა არ არის ვალდებული გამოიძიოს დანაშაული მოხდა თუ არა, მას ევალება აღრიცხოს გასული ბავშვები და მისი მიზეზების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც უნდა შეისწავლოს საკითხი და დადოს დასკვნა.
ასე რომ, სკოლა ვერაფრით იმართლებს თავს, იმიტომ არ მიაწოდა ეს მონაცემები, რომ თვლიდა, ძალადობა ან ქორწინება არ მომხდარა.“

ანა აბაშიძის თქმით, თუკი მშობლები სრულიად უმიზეზოდ ფიქრობენ, რომ ბავშვს აღარ უნდა უბრალოდ 9 კლასის შემდეგ სწავლა და გაყავთ სკოლიდან, თუ დადასტურდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, ეს არის ადმინისტრაციული გადაცდომა, რაც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს მათ მიმართ. მისივე შეფასებით, აქ იკვეთება კიდევ ერთი პრობლემა, რომ სკოლამ რეალურად არ იცის, რას ნიშნავს ბავშვზე ძალადობა ან რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს.
-„ საბედნიეროდ, რეგულაციები გვაქვს, უფრალოდ მთავარმა აქტორებმა არ იციან მათი მოვალეობები და თავად საზოგადოებაც არ ასრულებს თავის მოვალეობას.  ყველა მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ირღვევა ან მასზე ძალადობენ, კანონის მიხედვით, ვალდებულია, ინფორმაცია სოციალური მომსაურების სააგენტოს მიაწოდოს.“

მუღანლოს არასრული საჯარო სკოლის დირექტორი მაჰმადალი გასანოვი მიიჩნევს, რომ როდესაც მოსწავლე 9 კლასის შემდეგ სწავლის გაგრძელების ნაცვლად ცხვრის მოსავლელად მიდის, ეს ბავშვის უფლებების დარღვევაა.
-„მე წინააღმდეგი ვარ, ბავშვს განათლებისა და გამოცდის ჩაბარების უფლებას რომ არ აძლევენ. თუკი ახლობლებმა იციან, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა მისი ნების წინააღმდეგ, აუცილებლად უნდა შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს.
რამდენიმე წლის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც მშობელი ბავშვს სკოლაში არ უშვებდა. მე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დავუკავშირდი და ავუხსენი მდგომარეობა. ისინი ჩამოვიდნენ, ერთად წავედით იმ ოჯახში, მომხდარის მიზეზები გამოვიკვლიეთ და ბავშვი სკოლაში დავაბრუნეთ.
ბავშვს სწავლა რატომ უნდა მიატოვებინონ, ვინ რა იცის მას როგორი მომავალი აქვს და ხელი რატომ უნდა შევუშალოთ?!
ნორმალური ოჯახი არც არასრულწლოვან გოგოს დანიშნავს, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს გოგო ან ბიჭი მომზადებულია ქორწინებისთვის? ამ ბავშვებს ჯერ კიდევ თოთოობის დროს ნიშნავენ. იქიდან იციან, ვის უნდა გაჰყვნენ ცოლად.“

გაეროს ბავშთა ფონდმა (UNICEF) შეისწავლა ბავშთა დაცვის რეფერირების მექანიზმის პრინციპი, რომელიც ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, ძალადობის ფაქტების შესახებ შესაბამის სამსახურებს შეატყობინოს. როგორც კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, აქ გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.
-„თვითონ სამსახურებიც გამოდიან საზოგადოებიდან, ისინიც ცხოვრობენ გარკვეულ სოციუმში, გარკვეულ თემში და ფიქრობენ, რომ თუ ძალადობის შესახებ განაცხადებენ, ეს იქნება სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა. ეს სოციალური ნორმები და შეხედულებები უშლის ხელს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და სწორედ ამის გამო არ ატყობინებენ შესაბამის სამსახურებს. ეს ზოგადად მარტო იორმუღანლოს თემის პრობლემა არ არის, ჩვენი კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ იგივე მასწავლებლები, ექიმები არ ატყობინებდნენ ძალადობის შესახებ, რადგან თვილდნენ, რომ ეს იქნებოდა სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მანდატური მხოლოდ სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლას ჰყავს. როგორც სამინისტროში ამბობენ, ყველა მათგანი გადამზადებულია რეფერირების პროცედურების ცოდნის მიმართულებით. გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, ტრენინგები განხორციელდა ასევე იმ დირექტორებისა და მოადგილეებისთვის, რომელთა სკოლებშიც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური.

2016 წლის სექტემბერში მთავრობის დადგენილებით გაიზარდა რეფერირებაში ჩართული სუბიექტების წრე. ანუ, ძალადობის ფაქტების სოციალური სააგენტოსთვის მიწოდებაზე ვალდებულება აქვს ისეთ სტრუქტურებს, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მათი სიპები: პროკურატურა, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, საბავშვო ბაღები, მანდატურის სამსახური, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებები, ბავშვთა სპეციალიზირებული დაწესებულებები, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები, მუნიციპალიტეტები. თუმცა, ძალადობის შესახებ გაცხადება შეუძლია ფიზიკურ პირსაც თუკი ის ფლობს მსგავს ინფორმაციას.

ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, გაიზარდა სოცმუშაკის უფლებამოსილებაც.
-„როდესაც სოცმუშაკი გამოავლენს, რომ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყვანოს ოჯახიდან. ზოგადად, ვალდებულებაში არ გვაქვს, რომ შემდგომი მონიტორინგი განვახორციელოთ, თუმცა თუ ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში გვყავდა და მერე დავაბრუნებთ ოჯახში, ეს არის რეინტეგრაცია, რაშიც სახელმწიფო უხდის თანხას მშობელს და აძლიერებს მას. ამიტომ სოცმუშაკის მოვალეობაა თვეში ერთხელ ვიზიტი განახორციელოს.
სხვა შემთხვევაში, გააჩნია, შეფასების საფუძველზე რა გამოიკვეთება. ვისაც სჭირდება ფსიქოლოგი, ვუწევთ კონსულტაციას, თუ სექსუალური ძალადობაა და უფრო კვალიფიციური სხვა თერაპიით მკურნალობა სჭირდება, ვამისამართებთ იმ არასამთავრობოში, სადაც შეიძლება სრული კურსი გაიაროს. ამის მიხედვით, გამოდის, რომ რაღაც პერიოდი მაინც გვიწევს ოჯახთან მუშაობა.“

ხათუნა ჯიქია ამბობს, რომ მოქალაქეს მაშინაც კი აქვს უფლება ძალადობის შესახებ სოციალურ სააგენტოს შეატყობინოს, როცა ასეთ ფაქტს ქუჩაში შეესწრო. მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა იყოს კონფიდენციალური, ანუ, ბავშვის ოჯახისთვის ეს არ გახდება ცნობილი.
შეტყობინებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 1505.


სტატიის აზერბაიჯანული ვერსია


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.