,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ თბილისის, ახალციხის, თელავისა
და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის პროექტში
მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
პროექტის ამოცანებია:
- ახალგაზრდებს შორის დებატების კულტურის დანერგვა - მათი განათლების,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის.
- დებატების პოპულარიზება - მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემების
ირგვლივ, საჯარო დისკუსიების ორგანიზების უნარების
გაღრმავებისთვის.
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური
უმცირესობების ინტეგრაცია, რაც დაფუძნებულია თანამშრომლობისა და
თანამონაწილეობის პრინციპზე.
პროექტის მიმდინარეობის ძირითად ეტაპზეოთხ სამიზნე ქალაქში შერჩეულ
სტუდენტებს 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე 2017 წლის
თებერვლის თვეში ჩაუტარდებათ კარ ლ პოპერის სახელობის, პოლიტიკური და
საპარლამენტო დებატების ტექნიკისტრენინგები. ამ ტრენინგებზე
სტუდენტები შეიძენენ ისეთ სადებატო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ
საშუალებას მისცემს, არამარტო თვითონ გამოიყენონ დებატების ტექნიკა
არამედ, ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ და უხელმძღვანელონ
დებატების კლუბებს სკოლებში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყობა დებატების ორდღიანი ფორუმი: ოთხი
სამიზნე ქალაქიდან ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 80 სტუდენტი - 40
ორწევრიანი გუნდი.
- ტურნირის პირველ დღეს გაიმართება 4 შესარჩევი თამაში.
- მეორე დღეს გაიმართება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.
- ტურნირს უმსაჯებენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალი მსაჯები.
- ტურნირზე გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო
პრიზებით.
სტუდენტური ტურნირი ჩატარდება საპარლამენტო (ბრიტანული სტილი)
დებატების ფორმატით. საკამათო თემები შეირჩევა აქტუალური პრობლემების
გათვალისწინებით.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:
- სტუდენტებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი 2016 წლის 23
ოქტომბრამდე.
- განაცხადის შეფასების შემდეგ მხოლოდ შერჩეული სტუდენტები მოწვეულები
იქნებიან გასაუბრებაზე. - გასაუბრება ჩატარდება თბილისში, ახალციხეში,
თელავსა და ბათუმში მხოლოდ შერჩეული - სტუდენტებისათვის წინასწარი
შეტყობინების შემდეგ.
- გასაუბრების შემდეგ მოხდება ტრენინგებისათვის სტუდენტთა საბოლოო
შერჩევა.
თითოეული ქალაქიდან შეირჩევა 20 სტუდენტი.
მსურველების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს,
რომლებსაც აქვთ ინტერესი არა მარტო დაეუფლონ დებატების ტექნიკას და
მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში არამედ,
თვითონაც ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს დებატები და დააფუძნონ
დებატკლუბები.
პროექტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ნახავთ სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე:
www.cdi.org.ge
http://cdi.org.ge/uploads/news/vebisatvias-53.pdf
მასალის გამოყენების პირობები