პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება
პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის
გამოცდისთვის 30 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყება და 13 ოქტომბრის
18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას აპლიკანტები იანვარში
ჩააბარებენ
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრის,
მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი
საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;მასწავლებლობის
მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის
უფლება.
გამოცდები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში (მსურველთა ოპტიმალური
რაოდენობის შემთხვევაში).საგამოცდო ქალაქს მონაწილეები რეგისტრაციისას
აირჩევენ (იმ აპლიკანტთა სიმცირის შემთხვევაში, ვინც ქუთაისის
საგამოცდო ცენტრს აირჩევს, მონაწილეებს გამოცდის ჩასაბარებლად
თბილისში მიიწვევენ).
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლიდან მსურველებს
საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა
და ზაფხულში ექნებათ.ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
მათემატიკა (I-VI კლასები);
ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV
კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
მათემატიკა (VII-XII კლასები);
ისტორია;
გეოგრაფია;
სამოქალაქო განათლება;
ფიზიკა;
ქიმია;
ბიოლოგია;
ინგლისური;
გერმანული;
ფრანგული;
რუსული;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასო. მასწავლებლობის
მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს.
ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ
ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.ge და
online.naec.ge.მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია
უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი
დოკუმენტები:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი
წესით დამოწმებული ასლი.მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები
გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება
ექნებათ საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ.
მასალის გამოყენების პირობები