დაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა მხოლოდ 31-მა ჩააბარა
2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17
137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო
ჯამში 20.21 %-ია.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,
ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებს და პედაგოგობის
მსურველებს აქვთ. გამოცდაზე გასული 3024 აპლიკანტიდან გამოცდა
წარმატებით მხოლოდ 31 დასძლია.
I-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე
დარეგისტრირებულზე 532 პედაგოგით ნაკლები გავიდა, 1831 აპლიკანტიდან
კი გამოცდა წარმატებით მხოლოდ 67-მა ჩააბარა.
საგნების მიხედვით შედეგები კი ასე გამოიყურება:
ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 836 –
ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;
მათემატიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 971. ზღვარი წარმატებით
გადალახა 383-მა;
ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 1278. ზღვარი
წარმატებით დასძლია 471-მა;
რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 462. ზღვარი წარმატებით
გადალახა 193-მა;
გერმანული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 79. ზღვარი გადალახა
26-მა;
ფრანგული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 14. ზღვარი გადალახა
7-მა;
ისტორია VII –XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 877. ბარიერი გადალახა
259-მა;
გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 602. ზღვარი წარმატებით
დასძლია 187-მა;
სამოქალაქო განათლება VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 544. ზღვარი
წარმატებით დასძლია 103-მა;
ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 368, ბარიერი გადალახა
21-მა;
ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 372. ზღვარი გადალახა
20-მა;
ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 548, ზღვარი წარმატებით
გადალახა 210-მა;
მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 1676. ზღვარი წარმატებით
დასძლია 271-მა;
ბუნებისმეტყველება I-VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 647. ზღვარი
წარმატებით დასძლია 31-მა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა 451. გადალახა
ბარიერი 165-მა;
ქართული როგორც მეორე ენა – გამოცდაზე გავიდა 371. ბარიერი გადალახა
106-მა;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა 519.
ბარიერი გადალახა 89-მ;
მუსიკა – გამოცდაზე გავიდა 920. ზღვარი გადალახა 275-მა;
სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა
173-მა.
მასალის გამოყენების პირობები