რატომ არ ტარდება რეგიონებში საგნობრივი ტრენინგები პედაგოგებისთვის
ივლისის დასაწყისში მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები ჩატარდება.
ჩვენთან საუბარში რამდენიმე პედაგოგი აღნიშნავს, რომ მათ მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ტრენინგის
გასავლელად რეგისტრაცია ვერ შეძლეს.
“ტრენინგები საერთოდ არ ჩაგვტარებია, ძალიან ნაწყენები ვართ.
გასული წლის ზაფხულში, გამოცდაზეც გამოითქვა საყვედური პედაგოგების
მხრიდან. ამბობენ, ჯგუფი არ კომპლექტდება რეგიონებშიო. მოთხოვნა
გავაკეთეთ და ჯერჯერობით პასუხი არ არის. არადა აუცილებელია მსგავსი
ღონისძიება. მე პარალელურად გურჯაანის სამუსიკო სკოლაშიც ვასწავლი და
თეორიულ მასალათან უშუალო შეხება მაქვს, მაგრამ მასწავლებლებს,
რომლებიც მხოლოდ საჯარო სკოლებში მუშაობენ, საგამოცოდო მასალის
ჩაბარება უძნელდებათ. “- ამბობს კარდენახის საჯარო სკოლის
მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგი ნინო კორკოტაშვილი.
ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად ვერ დარეგისტრირდა გურჯაანის
მეოთხე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი მარინა
ყალაბეგაშვილი,
„დარეგისტრირება ვერ მოვახერხე, რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ
ალბათ, პროგრამაში ტექნიკური ხარვეზი იყო. არადა, აუცილებელია, რომ
მასწავლებლებმა პროფესიული გამოცდა წარმატებით ჩააბარონ“
საკითხის გარკვევას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში შევეცადეთ.
„ როგორც სხვა მასწავლებლებისთვის, ასევე ხელოვნების
პედაგოგებისთვისაც მიმდინარეობს საგნობრივი ტრენინგები. რეგიონებში
იმდენად მცირე
რაოდენობის პედაგოგია დარეგისტრირებული, რომ მათი ერთ ჯგუფად
გაერთიანება შეუძლებელი ხდება. ზოგან სამია, ზოგან 5 და ა.შ. ჩვენ ამ
ადამიანებს გეგმიურად ვთავაზობთ თბილისში ჩამოსვლას და დატრენინგებას.
მიმდინარე წელსაც, ხელოვნების გამოცდის დაწყებამდე, ტრენინგს გაივლიან
ისინი, ვინც მოისურვა და თავის დროზე ჩვენთან დარეგისტრირდა. სამი
ადამიანი გამო რეგიონებში სემინარის ორგანიზება, რესურსის ფლანგვა
იქნება, მინიმუმ, 20 ადამიანზეა გათვალისწინებული. პედაგოგებს
რეგისტრაციის გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვთრების ეროვნული
ცენტრის საიტზე შეუძლიათ. თუ კითხვები აქვთ, მიმართონ განათლების
სამინისტროს ცხელ ხაზს და ჩვენს ცენტრთან გადმოამისამართებენ.
რეგისტრაცია 1000-მდე პედაგოგმა გაიარა, ასე რომ ტექნიკური ხარვეზი
გამორიცხულია. “-აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის
უფროსმა თაია მახარაშვილმა.
მისივე თქმით, საგნობრივი გამოცდის ტრენინგზე ხელახალი რეგისტრაცია
ნოემბერში დაიწყება, მანამ, სანამ საგნობრივი გამოცდები
ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგებს პროფესიული გამოცდის ჩაბარება წელიწადში
ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები