9 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბალოსა და იორმუღანლოს სკოლების მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩალათაშვილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მშენებლობა 2009 წლის `პრეზიდენტის ნაციონალურ პროგრამაში~ გაითვალისწინა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მისი განხორციელება დღემდე არ მომხდარა. მოსახლეობის თქმით, სკოლების მშენებლობა 2012 წლის არჩევნებისთვის გადაიდო.
გასული წლის მაის-ივნისში `სპექტრმა~ ექსკლუზიურად გააშუქა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოსა და ასევე, სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის პრობლემები (`აჟიტირებული განათლების რეფორმა და ბოსელში განთავსებული საჯარო სკოლა~ და `რეფორმის მიღმა დარჩენილი საჯარო სკოლა და მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი~). ხაზგასმითYგვინდა აღვნიშნოთ, რომ არც კახეთის ადმინისტრაციამ და არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი არ გაგვცეს. შეგახსენებთ, რომ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორის არაბალ ხეირბახალოვის თქმით, მოსწავლეებს არასათანადო პირობებში უწევდათ სწავლა და ამიტომ სკოლის მშენებლობის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. "უმაღლესი რანგის ხალხმა ამის შესახებ რამდენი ხანია იცის. განათლების სამინისტროში ჩვენი სკოლის გეგმაც კი გამოაკრეს, გვპირდებიან დღეს-ხვალ ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ გვატყუებენ. მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: ჩვენს ბავშვებს ტუბერკულიოზის საფრთხე ემუქრებათ და ამაზე არავინ წუხს. სკოლის საკითხი დაყენებული იყო პრეზიდენტის დონეზე, 2009 წელს ჩასვეს ნაციონალურ პროგრამაში, მერე რაღაც მოხდა და იქიდან ამოიღეს. გვეუბნებიან, არასაკმარისი თანხააო, კონკრეტულ პასუხს კი არავინ გვცემს."
მიმდინარე წლის 9 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლამბალოსა და იორმუღანლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, განათლებისა და მეცნიერების და მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი სტუმრობდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში ორი ახალი სკოლა აშენდება. "რამდენიმე წელია ამ სკოლის 1200-მდე მოსწავლე ერთ სასწავლო კორპუსში ორ ცვლაში არაკომფორტულ გარემოში სწავლობს. სექტემბრიდან ეს მოსწავლეები თანამედროვე სტრანდარტების კეთილმოწყობილ სასწავლო კორპუსებში გააგრძელებენ სწავლას."
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ შენობებს, სადაც სოფლის ბავშები განათლებას იღებენ, სკოლას ალბათ ვერ დავარქმევთ, რადგან ე.წ. `სასწავლო კორპუსსა~ და ბოსელს ერთი შესასვლელი აქვს. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ადგილობრივები სკოლის სასწრაფოდ აშენებას. სტატიების მზადებისას გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ხელისუფლება როგორც ლამბალოს, ისე შიბლიანის საჯარო სკოლების მშენებლობას, ხმების მოგროვების მიზნით, არჩევნებისთვის აპირებდა. აღნიშნულის თაობაზე შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ხუროშვილმა გიპასუხა: "სხვადფასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ მე პირადად ეგ ინფორმაცია არ მაქვს, ოღონს აშენდეს და რასაც უნდა იმას დაამთხვიონ, აღარ დავეძებთ...."
გავცელებულ ინფორმაციას მაშინ ოფიციოზი არ ადასტურებდა, თუმცა, ფაქტია, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში აღნიშნული პრობლემის მოგვარება, სწორედ საარჩევნო წელს დაიწყო. შიბლიანის საჯარო სკოლა კი თავის რიგს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები