მატანის სკოლის დირექტორი "ნაციონალების" აქციაზე ყოფნისთვის გაათავისუფლეს?
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ალექსანდრე მარუქაშვილი განათლების სამინისტროს პოლიტიკური ნიშნით
დევნაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 6 მარტს
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა, რაც
მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა.
-"გაზპრომის აქციაზე წასვლის შემდეგ, სატელეფონო ზარი
განხორცილედა რესურსცენტრის დირექტორთან. ჩემთან დარეკვამდე, მას
დაუკავშირდა ბატონი ზურაბ ზვიადაური და ჩემზე მოსთხოვა
ახსნა-განმარტება, ვიყავი და მყავდა თუ არა სკოლის მოსწავლეები
აქციაზე. მოსწავლეები არა, წავიყვანე ჩემი ოჯახი, ახლობლები, ჩემი
დისშვილი და მისი მეგობარი სტუდენტები"- განმარტავს
ალექსანდრე მარუქაშვილი.
აღნიშნულ ფაქტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოემხაურა "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველიც
გამოეხმაურა.
"ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც ელექტრონულად, რესურსცენტრი
განათლების სამინისტროს სწერს, რომ ალექსანდრე მარუქაშვილი 2016 წლის
6 მარტს აქციაზე „არა გაზპრომს“ იმყოფებოდა და ამ ინფორმაციის
საფუძველზე, განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ
მარუქაშვილის გაათავისუფლეს. ეს მოხდა პლიტიკური ნიშნით. მეორე ფაქტია
ის, თუ რა ქმედებებს ახორციელებს ყვარლის რაიონის რესურსცენტრი
კოლეგების მიმართ. მან 24 სკოლის დირექტორს მისწერა, რომ
მასწავლებლებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის აქტივობაში აქვთ ჩართვის
უფლება და არავითარ შემთხვევაში სხვა პარტიის აქტივობებში. "
საკითხის გარკვევას განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში შევეცადეთ, თუმცა პრესსამსახური ჩვენს სატელეფონო ზარს
არ პასუხობს. მათ პოზიციას მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები