ლანა გულოშვილი
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა 9, 10, 11 მარტს `ახალგაზრდა პარლამენტს~ და მოსწავლეებს მასპინძლობდა. პროექტი ხორციელდება `სპორტისა და ახალგაზრდობის~ სამინისტროს თანადგომით და ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
საქართველოს მასშტაბით სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ უფროსკლასელთა შერჩევა მოხდა. იმიტირებულ პარლამენტის სხდომაზე, ბავშვები წარმოადგენენ ცალკეულ კომიტეტებს, საუბრობენ ინიციატივებზე, განიხილავენ პრობლემურ საკითხებს და უფროსების დახმარებით ცდილობენ მათ გადაწყვეტას.
კახეთში ახალგაზრდა პარლამენტის ჩამოყალიბება გურჯაანიდან დაიწყო. შეხვედრას ორგანიზება მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუწია. სტუმართა შორის იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ნიჟარაძე.
"ახალგაზრდა პარლამენტის~ ხელმძღვანელი თეონა ლავრელაშვილი ამ პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა. `საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტი წარმოადგენს ეროვნულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ყველა რეგიონში სიმულაციური საპარლამენტო სხდომების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მობილიზებას, გუნდურობას და დებატების კულტურის ჩამოყალიბებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებას გააცნონ რეგიონში არსებული მდგომარეობა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადგენილების სახით წარადგინონ პარლამენტში, რომელიც განხილული იქნება პლენარულ სხდომაზე. მთავარი ის არის, რომ ბავშვები თავად გამოვლენ სიტყვით, განუვითარდებათ ორატორული ნიჭი და შეხვდებიან პოლიტიკოსებს. საბოლოო ჯამში, პროექტი ემსახურება საქართველოში დემოკრატიზაციის კიდევ უფრო გავრცობას,"_ განმარტა ახალგაზრდა პარლამენტის ხელმძღვანელმა თეონა ლავრელაშვილმა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებს ზაქარია იაგანაშვილმა მიმართა.
"თქვენ დღეს იწყებთ ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმას, ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ადამიანს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში გაიზარდა, ვერ მოსთხოვ მენტალიტეტის გამოცვლას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხვალინდელი დღე და აუცილებელია თქვენი აქტიურობა, ჩართულობა ქვეყნის, რაიონის, ქალაქის მართვაში, ამ ჩვევების ჩამოყალიბებაში,"_ განაცხადა ზაქარია იაგანაშვილმა.
ნიკა ნიჟარაძე კი მოსწავლეებს თანადგომასა და თანამშრომლობას დაპირდა. `მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენს გვერდით ვიმყოფები. თუკი რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ ვითანამშრომლო. ყველას წარმატებებს გისურვებთ.~ ახალგაზრდა პარლამენტის წარმომადგენლებმა-კომიტეტის თავმჯდომარეებმა, მოსწავლეებთან ერთად განიხილეს პრობლემატური საკითხები და ტრენინგები ჩაატარეს. კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ლაბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერჯერობით სამოქალაქო კულტურის ნაკლებობა შეინიშნება.
"ეს ალბათ კომუნისტური წარსულითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ ახალგაზრდა თაობას შთავნერგოთ სამოქალაქო კულტურა და ვასწავლოთ აქტიურობა. ამ პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდული ინიციატივები და იდები გამოყენებული იყოს საქართველოს სასიკეთოდ." პროექტში ჩართული ახალგაზრდები ამ ღონისძიებას დადებითად აფასებენ და წარმატების საწყისად მიიჩნევენ.
მასალის გამოყენების პირობები