დღეს ქალაქ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური
თამაში "წიგნების თარო", რომელშიც მონაწილეობდნენ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
"დღევანდელი კონკურსი ჩატარდა ახალგაზრდული საკრებულოსა და
რესურს-ცენტრის მხარდაჭერით. თამაში ორ ტურად გაიმართა.
გამარჯვებულებს წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ," - აღნიშნა
ჩვენთან საუბარში ახალგაზრდული საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა და
დღევანდელი ღონისძიების წამყვანმა თამარ საქუაშვილმა.
პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა, ხოლო
მეორეზე - გ. ჭილაშვილის სახელობის მე-4 საჯარო სკოლა.
"ამ თამაშში ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე 11 ქულით
ვლიდერობდით, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებამდე ერთი ქულა
დაგვაკლდა. მადლობას ვუხდი ახალგაზრდულ საკრებულოსა და რესურს-ცენტრს.
კარგი იქნება თუ ამგვარი კონკურსები მომავალშიც გაიმართება," -
გვითხრა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ქოროღლიშვილმა.
ასეთი ტიპის ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს პირველად
გაიმართა. მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს ტრადიციად
დამკვიდრდება.
მასალის გამოყენების პირობები