განათლება
ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016 წლის 17 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. გამოცდები ჩატარდება 2016 წლის 9 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.

ა) ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადების წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება: ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი); ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს;
ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.

პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 7 / 21 °C
img
ლაგოდეხი 7 / 16 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.