2015-2016 წლისთვის დაფინანსებული საგანმანათლებლო მიმართულებები ცნობილია
2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია ცნობილია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით,
წელს პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე-
ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაემატა. აღნიშნულ უმაღლეს
სასწავლებელში უფასო მიმართულებებისთვის 360 ადგილი გამოიყო.
შესაბამისი ცვლილება და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური
მოცულობების ოდენობა და პროგრამული დაფინანსების მოცულობა მინისტრთა
კაბინეტმა დღეს განიხილა.
წელს სულ გამოყოფილია 5653 ადგილი.
სახელმწიფოს მხრიდან პროგრამულ დაფინანსებას შემდეგი უნივერსიტეტები
მიიღებენ:
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი;
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
-სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრიორტეტული მიმართულებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
აგრარული მეცნიერებანი:
– აგრონომია
– ვეტერინარია
– მეცხოველეობა
– სასურსათო ტექნოლოგია
– სატყეო საქმე
განათლება:
– განათლების მეცნიერებები
– მასწავლებლის განათლება
ინჟინერია:
– საინჟინრო ფიზიკა
– ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
– მშენებლობა
– აგროინჟინერია
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი:
– მათემატიკა
– ფიზიკა
– ქიმია
– ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი
ბიომეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები:
– ეკონომიკა
ჰუმანიტარული მეცნიერებანი:
– ისტორია
– ფილოლოგია
– ფილოსოფია
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:
– არქიტექტურა
– არქეოლოგია
აღნიშნულ მიმართულებებზე წელს დარეგისტრირებულ ადგილთა რაოდენობას,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოგვიანებით
გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები