განათლება
ხელისუფლების "ეშმაკურ ხერხს" მშობლები იძულებით ემორჩილებიან
 ინგა ბიტარაშვილი ორი კვირაა, რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სასკოლო წიგნების მაღაზიებთან კვლავ გრძელი რიგებია. დიალოგს, რომელსაც აქ მოისმენთ, რა თქმა უნდა, ძირითადად, სასკოლო სახელმძღვანელოებს ეხება. ზოგი სიახლეებით, ზოგი ფასით, ზოგიც წიგნების სიმძიმით არის უკმაყოფილო. გარდა იმისა, რომ მშობელთა უმრავლესობის თქმით, საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, მათი ფასი არ შეცვლილა, ნეტ-ბუკების ავკარგიანობაც განხილვის საგანი გახდა. სწავლის დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. 19 აგვისტოს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პრეზენტაცია გამართა, სადაც არაერთ სიახლეზე ისაუბრა. მისი განცხადებით, `ქვეყნის მასშტაბით 350 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა... პირველად საქართველოში ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს...~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სახელმძღვანელოების ფასზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, თითოეული წიგნის ღირებულება 10 ლარს არ ასცდება. მიუხედავად ამისა, მშობელთა უმრავლესობა, გასული წლის მსგავსად, უკმაყოფილებას ამჯერადაც გამოთქვამს. ისინი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავენ, რომ `ხელისუფლებამ ეშმაკურ ხერხს~ მიმართა. "ორი შვილი მყავს: მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები, ამიტომ ეს საკითხი კარგად ვიცი. ტყუილს როგორ ვიტყვი, ერთი წიგნის ფასი 10 ლარს ნამდვილად არ სცდება, მაგრამ საქმე იცით რაშია?! თითქმის ყველა წიგნს თან რვეული მოჰყვება, რომელსაც რა თქმა უნდა, სხვა ფასი აქვს. მაგალითად, მათემატიკის წიგნს ოთხი დამატებითი რვეული ახლავს, თითოეულის ფასი ათს არ სცდება, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ ეს კომპლექტი 26 ლარი დამიჯდა. მიჩნდება კითხვა, 26 ლარი ერთი საგნისთვის იაფი და ხელმისაწვდომია?! ამას რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ სახელმძღვანელოებზე ხელისუფლებამ პიარის მიზნით, ეშმაკური ხერხი გამოიყენა და ჩვენც იძულებულები ვართ, დავემორჩილოთ. აბა, ბავშვებს წიგნების გარეშე ხომ არ დავტოვებთ?!" _ აღნიშნა ქალბატონმა მზიამ, რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. გარდა აღნიშნულისა, პირველკლასელთა მშობლები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. შორენა ჯანიაშვილს არც ნეტ-ბუკებით სწავლება მოსწონს და ამბობს, რომ კომპიუტერი ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. "კარგი სიახლე ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, ამან ბავშვზე ცუდი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს. სკოლაში ნეტ-ბუკები რომ დაურიგეს, ზუსტად ორი დღის შემდეგ ჩემს შვილს თვალები ისეთი ჩაწითლებული ჰქონდა, მეგონა ვეღარც წაიკითხავს-მეთქი. იმას არ ვამბობ, რომ ცუდია და გადავყაროთ, უბრალოდ შეიძლება ზოგს სუსტი თვალები აქვს და ალბათ ამის დაცვაზეც უნდა ეფიქრათ,~ _ გვითხრა შორენა ჯანიაშვილმა. ზემოთ აღნიშნული პრობლემების გარდა, გურჯაანის მკვიდრი ნანა ხოსიტაშვილი წიგნების ხარისხზეც საუბრობს. `ჩემი შვილიშვილი მესამე კლასის მოსწავლეა და ყოველდღე თან დავყვები. თითისტოლა ბავშვს ისეთი მძიმე ჩანთა აქვს, რომ ვერ ძრავს. დღეში 4-5 გაკვეთილი უტარდება, მაგრამ დიდი ზომის რვა-ცხრა წიგნი სჭირდება. იმიტომ, რომ ყველა სახელმძღვანელოს თავისი რვეული მოჰყვება. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მოზარდის ხერხემლისთვის როგორი საზიანო იქნება. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები იმდენად ცუდად არის აკინძული, რომ წლის ბოლომდე ვერც მიჰყვება, რადგან ხშირი გამოყენების გამო ფურცლები სცვივა. ჩემი დროის სასკოლო წიგნი ახლაც მაქვს შემორჩენილი და ალბათ კიდევ ბევრ თაობას გაზრდის," _ ამბობს ნანა ხოსიტაშვილი. მძიმე ჩანთის ტარებას ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება რომ შეუძლია, ამას ექიმი-პედიატრი ნაირა სეხნიაშვილიც ადასტურებს."ზედმეტწონიანი ტვირთის ტარება დიდი ადამიანებისთვისაც კი არ შეიძლება და მითუმეტეს საზიანოა ბავშვებისთვის. ამიტომ განათლების სამინისტროსთან ჩვენი, ექიმების თხოვნაც ყოველთვის ის არის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები შედარებით მცირე ზომის იყოს. ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც, რათა ბავშვს ერთდროულად ბევრი წიგნის ტარება არ დასჭირდეს. რაც შეეხება ნეტ-ბუკებს, თუკი პირველი კლასის მოსწავლეები მას გეგმაზომიერად გამოიყენებენ, იგი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც თვალებისთვის და ზოგადად, არც ჯანმრთელობისთვის,"_ აღნიშნა ნაირა სეხნიაშვილმა. მისივე განმარტებით, ბავშვისთვის წონის ტარება უფრო მავნებელია, ვიდრე კომპიუტერთან ნორმალური კონტაქტი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.