განათლება
სავალდებულო საბავშვო ბაღები და დაუდასტურებელი ინფორმაცია და შეშფოთებული მშობლები
 მარინა პეტრიაშვილი 14 სექტემბერს სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა ბაგა-ბაღში განახლდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ბავშვმა სკოლამდელი ასაკის მოსამზადებელი კურსი საბავშვო ბაღში არ გაიარა, სკოლაში არ მიიღებენ. შედეგად ბაგა-ბაღებში ბავშვთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რის გამოც ჯგუფები ისე გადაიტვირთა, რომ ბავშვები საწოლების გარეშე დარჩნენ. ამას დაემატა სხვა პრობლემები, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ბავშვმა სკოლამდელი ასაკის მოსამზადებელი კურსი საბავშვო ბაღში არ გაიარა, სკოლაში არ მიიღებენ, სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა. რასაც მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა."ჩემი ბიჭი მომავალ წელს სასკოლე ასაკის იქნება. რადგან გაჭირვებული ოჯახი მაქვს, თანაც დიასახლისი გახლავართ, არ ვაპირებდი, ბავშვი ბაღში მიმეყვანა. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს, რომ გადასახადი გადავიხადო, მაგრამ ეს ინფორმაცია 2 კვირის წინ გავიგე და იძულებული გავხდი ბავშვი ბაღში მიმეყვანა," _ გვითხრა ჯ. ქადაგიშვილმა. ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობენ სხვა მშობლებიც და აქვე აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ბაღში დამამთავრებელი ჯგუფები გადავსებულია და ფაქტობრივად ბავშვის მიყვანა შეუძლებელია. "ბავშვი 5 წლის ასაკამდე ისე გავზარდე, ბაღში არ უვლია. ეხლა გავიგე, რომ ახალი კანონი გამოდის და იძულებული გავხდი, მიმეყვანა. პირველი, ფიზიკურად თანხის გადახდა მიჭირს, მეორეც, ჯგუფები ისეა გადავსებული, რომ ძიძას ყურადღების მიქცევაც კი უჭირს. 35 ბავშვს მოვლა ხომ უნდა?!" _ გვითხრა გულიკო ბერიძიშვილმა. ბავშვთა კონტინგენტის მატებამ სხვა პრობლემებიც გამოიწვია. ზოგიერთ ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა განსაზღვრულზე გაცილებით მეტია, რის გამოც ბავშვებს საწოლები არ ჰყოფნით, რომ შუადღისას დაიძინონ. "ჩემი შვილი შუადღის ძილს მიჩვეულია, სახლშიც ყოველთვის ვაძინებ. წელს ბავშვთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, ამიტომ საწოლების რაოდენობა საკმარისი არ არის. გვითხრეს, რომ ბავშვები რიგრიგობით ვატაროთ, ან სულ წავიყვანოთ. მე მრავალშვილიანი დედა ვარ, მცირეწლოვანებს თვითონ ვუვლი, უფროსი კი ბაღში დამყავს. სად მაქვს იმის დრო, რომ შუადღისით დასაძინებლად სახლში წამოვიყვანო?!" _ გვითხრა ა. მარტაშვილმა. ამ პრობლემებთან დაკავშირებით `სპექტრი~ საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს გაესაუბრა. ქ. გურჯაანის #1 ბაგა-ბაღის მენეჯერის ნათია ბეთანელის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, ბოლო წელს ბაღში სიარული სავალდებულოა, მისთვისაც ცნობილია, თუმცა, ოფიციალური მითითება დღემდე არ მიუღია. "შარშანდელთან შედარებით ბავშვების რაოდენობამ მართლაც საკმაოდ მოიმატა. გამოსაშვები ჯგუფი გადავსებულია. 25 ბავშვის ნაცვლად ორმოცამდე აღსაზრდელი გვყავს. მსურველი კვლავაც ბევრია, მაგრამ აღარ ვიღებთ. ჯგუფის გაყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ შესაბამისი ფართი არ გვაქვს. აღსაზრდელების რაოდენობის გაზრდა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. შობადობის მატება, სხვა ბაღებიდანაც გადმოსული კონტინგენტი ან გავრცელებული ინფორმაცია ბაღში სავალდებულო სწავლების შესახებ," _ გვითხრა ნათია ბეთანელმა და იქვე სხვა პრობლემაზეც ისაუბრა. "დღესდღეობით ბაგაში ბავშვთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს საკმაოდ აღემატება. ახალი ნაკადი იმ პირობით მივიღეთ, რომ ბავშვებს ძილის დროს სახლში წაიყვანდნენ და პრობლემას სხვებსაც არ შეუქმნიდნენ. დღესდღეობით კი ყველას გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ბავშვები დღის ბოლომდე დატოვოს. მე კრებაზე ასეთი რამ ვთქვი, რომ ადგილი არ გვაქვს, არც საწოლებია საკმარისი და ამიტომ მშობლებს ასეთი პირობა წავუყენე: თუ გნებავთ ბავშვს ნუ დააძინებთ, თუ არადა, სადაც გინდათ წაიყვანეთ. სხვა ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მესმის, ძალიან ძნელია ბავშვს კარი მიუხურო და უკან გააბრუნო, მაგრამ სხვა გამოსავალი ამჯერად მართლა არ არის. თუ არ აკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, მაშინ წაიყვანონ. წინა წელს მიღებულ ბავშვებს საწოლს ვერ წავართმევთ," _ გვითხრა ნათია ბეთანელმა. ქალაქ გურჯაანის #4 ბაგა-ბაღის მენეჯერის თამილა წერეთელის თქმით, ბაღში აღსაზრდელების ნაკადი შარშანდელთან შედარებით ბევრად მეტია. თუმცა, მათ საბავშვო ბაღში ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარებმა თავი კარგად იგრძნონ. "ვფიქრობ, ბავშვთა ნაკადის მატება, პირველ რიგში შობადობამ და საბავშვო ბაღებში პირობების გაუმჯობესებამ გამოიწვია. გეთანხმებით, რომ ჯგუფში არ უნდა იყოს ამდენი ბავშვი, მაგრამ რა ვუყოთ იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც შემდგომში შეიძლება პრობლემები შეექმნათ, თუ ბაღში მოსამზადებელ კურსს არ გაივლიან. ამიტომ მათ მდგომარეობაში შევდივართ. მართალია, ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, მაგრამ მაქსიმალურად ვიტვირთებით და ყურადღებას არ ვაკლებთ. ქალაქის ცენტრში მცხოვრებ ბავშვს, კოტეხში ან ცხრა აპრილზე ხომ ვერ ატარებენ მშობლები? ჩვენი მხრიდან, რამდენ ბავშვსაც ვიღებთ, ყველაზე პასუხს ვაგებთ. ჩვენს ბაღში საწოლების საკმარისი რაოდენობაა," _ გვითხრა თამილა წერეთელმა. მშობლებს ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ. მათი თქმით, თუ ბავშვს ბაღში ათის ნახევრამდე არ მიიყვანენ, კარებს უკეტავენ და აღარ უშვებენ."თითქოს სხვა პრობლემა აღარ ჰქონდეს ადამიანს მოსაგვარებელი, ერთი კიდევ დაგვიმატეს. ბავშვი ათის ნახევრამდე თუ არ მივიყვანეთ, კარებს კეტავენ და აღარ უშვებენ. ორი შვილი მყავს. უფროსი მეორე კლასშია და ყოველ დილით ჯერ ის მიმყავს სკოლაში, შემდეგ უმცროსი _ ბაღში. ფიზიკურად ვერ ვასწრებ, რომ ათის ნახევარს არ გადავაცილო. გუშინაც კარები დაკეტილი დაგვხვდა და დიდი ხვეწნა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბავშვი მიეღოთ. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას, ასე ნამდვილად არ შეიძლება. ჩემს მდგომარეობაში ალბათ კიდევ ბევრი მშობელია," _ გვითხრა მ. გეთიაშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გია ენუქიძის თქმით, მისთვის ყველა ეს პრობლემა ცნობილია და ცდილობს სიტუაცია შეძლებისდაგვარად დაარეგულიროს. "არც ერთ ბაღში ისეთი მდგომარეობა არ არის, როგორც პირველ და მეოთხე ბაგა-ბაღში, იმიტომ, რომ ყველა მშობელი ცდილობს თავისი შვილი ცენტრში ატაროს. ჩვენ გავეცით მითითებები მენეჯერებზე და სიტუაციას თვითონ დაარეგულირებენ. მათ პირველ ადგილზე უნდა დააყენონ იმ მშობლების ბავშვები, რომლებიც მუშაობენ. გადატვირთვა ძირითადად ბაგაზე გვაქვს, ზოგან საწოლები არ ჰყოფნით, ეს საკითხი თვითონ მენეჯერმა უნდა მოაგვაროს. კიდევ რაღაც პრობლემები იყო დილით ბავშვის მიყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ მიღების დრო ნახევარი საათით გადავწიეთ, ეს ყველაფერი დავარეგულირეთ და დილით ბავშვების მიღება ათ საათამდე იქნება. ასე რომ ყველაფერი გამოსწორდება. ვფიქრობ, მოგვიწევს ჯგუფების დამატება ან ქვემოთ კალოსუბნის ბაღის რეაბილიტაცია, ეს საკითხი ალბათ მოკლე ხანში გადაწყდება," _ გვითხრა გია ენუქიძემ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, სააღმზრდელო დაწესებულებებში ჭარბ კონტინგენტთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალურია. როგორ მოაგვარებენ მენეჯერები დამოუკიდებლად ამ საკითხს, ეს მშობლებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.