განათლება
ადმინისტრაციული სასჯელი ხელმოწერის გაყალბებისთვის
 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მცხოვრები, 58 წლის ეკა ბოსტოღანაშვილი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, ბაღის გამგე ლია სუხიტაშვილმა სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და ყალბი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა. ოზაანში მცხოვრები ეკა ბოსტოღანაშვილი 5 წელი სოფლის ბაღში დამლაგებლად მუშაობდა. იმის გამო, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება 13 ლარს შეადგენდა და ეკონომიურად უჭირდა, გადაწყვიტა რამდენიმე თვით სამუშაოდ თურქეთში წასულიყო. მისი თქმით, გამგზავრებამდე, ბაღის გამგეს, ლია სუხიტაშვილს დაეთხოვა და დაპირებაც მიიღო, რომ დაბრუნების შემდეგ მუშაობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებდა. "5 წელია ოზაანის საბავშვო ბაღში დამლაგებლად 13 ლარზე ვმუშაობ. ხელფასი ეხლახანს მოგვიმატეს. ძალიან მიჭირდა და ამის გამო აპრილში თურქეთში სამუშაოდ წავედი, სადაც სამი თვე დავრჩი. გამგზავრებამდე გამგე ლია სუხიტაშვილი ვნახე და ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. დამპირდა, რომ სამსახურს არ დავკარგავდი, თუმცა ისიც მითხრა: ჯობდა განცხადება დაგეწერა, მაგრამ რადგან ვერ ასწრებ, პრობლემა არ არისო. მეც დაწყნარებული წავედი. როდესაც დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ჩემს ადგილზე სხვა პიროვნება მიეღო,"_ გვითხრა ეკა ბოსტოღანაშვილმა და იქვე დასძინა: "როდესაც სამსახურში აღდგენის თხოვნით კიდევ ერთხელ მივმართე, მიპასუხა: `ჩვენ სიტყვიერად კი შევთანხმდით, რომ ადგილს შეგინახავდი, მაგრამ ეს საბუთებით არ ჩანსო.~ შევეხვეწე, ხომ იცით ჩემი გაჭირვება, თან პენსიას 2 წელი მიკლია და ეს სამსახური ძალიან მჭირდება, იქნება დამტოვოთ-მეთქი. მითხრა: ეს ადგილი შენ აღარ გეკუთვნისო.~ ის დამლაგებელი, რომელიც ჩემს მაგიერ მიიღო, მისი კლასელი ყოფილა და ალბათ ჩემი გაშვება ამიტომაც აწყობდა," _ ამბობს ეკა ბოსტოღანაშვილი და აქვე იმის შესახებაც საუბრობს, რომ ლია სუხიტაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება მის მაგივრად დაწერა და ხელმოწერაც გააყალბა. "როდესაც სამსახურში აღდგენის შესახებ ხვეწნა დავუწყე, ასე მითხრა, განცხადება დაწერე და რაიონში გადაიტანეო. მე ვერ დაგიმოწმებ, იმიტომ, რომ ბეჭედი არ მაქვსო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ უფროსი ადგილზე არ დამხვდა. თანამშრომლებმა მითხრეს, აქ შენს სახელზე განცხადება უკვე დაწერილია და ახლა რაღა მოიტანეო. ძალიან გამიკვირდა, რადგან არავითარი განცხადება არ დამიწერია. როდესაც მაჩვენეს, გამგის ხელწერა ვიცანი. ტექსტში ეწერა: `გთხოვთ სამსახურიდან გამათავისუფლოთ ოჯახური პირობების გამო~. იქ არ იყო მითითებული, რომ დროებითი დათხოვნის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი. უფროსი რომ მოვიდა, მიპასუხა: სამსახურიდან დაუკითხავად წასულხარ და განთავისუფლებული ხარ, მეტი არაფერი, ჩვენ არავითარი უფლება არ გვქვს უკან მიგიღოთ, წასვლის წინ განცხადება უნდა დაგეწერაო. როდესაც გამგის მიერ ჩადენილ დანაშაულზე _ გაყალბებულ განცხადებაზე მივუთითე, მიპასუხა, ის ჩემს წინაშე აგებს პასუხსო," _ ამბობს ეკა ბოსტოღანაშვილი. ბრალდებას უარყოფს ბაღის გამგე ლია სუხიტაშვილი და აღნიშნავს, რომ ეკა ბოსტოღანაშვილი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. "თურქეთში წასვლას როდის აპირებდა, ამის შესხებ ინფორმაცია არ მქონდა. წინა დღეს შემხვდა და მითხრა, უნდა წავიდე და ადგილი შემინახეო, მაგრამ არ ვიცოდი, მეორე დილით 7 საათზე თუ მიდიოდა. ორშაბათს ველოდებოდი, რომ განცხადება დაეწერა. სანამ სამსახურიდან წავიდოდა ერთი კვირით ადრე ხელფასიც აიღო. 15-მდე რომ არ გამოცხადდა, თავისი გოგო დავიბარე, მაგრამ ისიც არ მოვიდა. თანამშრომელი მჭირდებოდა და იძულებული გავხდი სხვა ამეყვანა, აბა, სამი თვე ბაღი დამლაგებლის გარეშე ხომ ვერ იქნებოდა? ეხლა როცა დაბრუნდა, ავუხსენი, რომ ამ დროისთვის შვებულებაში ვართ და სექტემბრიდან რომ გამოვალთ, ისევ მიგიღებ-მეთქი. სხვა მეტი რაღა უნდა მეთქვა, ვერ ვხვდები რაზე დაობს?! მე სამსახურიდან არ გამიგდია. უბრალოდ, ყველა შვებულებაში ვართ," _ ამბობს ლია სუხიტაშვილი და განმარტავს, რომ ეკა ბოსტოღანაშვილს მდგომარეობა გარკვევით აუხსნა, თუმცა, უშედეგოდ. "საქმის კურსში ჩავაყენე და ვუთხარი, რომ თუ სექტემბრიდან 2 ჯგუფი ვერ გაიხსნა, ის გოგონა, რომელიც ახლა მუშაობს, თავის ადგილს ხომ ვერ დაგითმობს-მეთქი. ალბათ მართალიც იქნება,~ _ გვითხრა ლია სუხიტაშვილმა. რაც შეეხება განცხადების დაწერას, ქალბატონი ლია არ უარყოფს, რომ თანამშრომლის მაგივრად განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა და ხელიც თვითონ მოაწერა. `დიახ, განცხადება ჩემი ხელით არის დაწერილი. სამსახურში რომ არ გამოცხადდა, მაშ რა მექნა, ბრძანებით გამეგდო? ვიცი, რომ კანონი დავარღვიე. იმისთვის დავისჯები, რომ ეკას სიკეთე გავუკეთე," _ გვითხრა ლია სუხიტაშვილმა და აქვე დამლაგებლად თანაკლასელის მიღების ფაქტი უარყო. "სიცრუეა, რომ თითქოს სამსახურში ჩემი თანაკლასელი მივიღე და ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი. დამლაგებელი არ მყავდა და ვიღაც ხომ უნდა მიმეღო? რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის პიროვნება ვინ იქნებოდა? ეკას ვუთხარი, სექტემბერში რომ დავბრუნდებით, ის თავის ადგილზე იქნება და შენ შენს ადგილზე-მეთქი. სხვა რაღა უნდა, ვერ გავიგე," _ გვითხრა ქალბატონმა ლიამ. `სპექტრი~ აღნიშნულის თაობაზე დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსს მურად ოზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბრისას კომენტარზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. "ჯერ მხოლოდ ერთი მხარის პრეტენზია მოვისმინე, არ ვიცი მეორე მხარე რას იტყვის და არც ის განცხადება მინახავს. საკითხში გარკვეული არ ვარ და და ამიტომ ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ,"_ გვითხრა მურად ოზაშვილმა. იურისტების თქმით, ლია სუხიტაშვილმა ორი ადმინისტრაციული დანაშაული ჩაიდინა. "პირველი ის, რომ დამლაგებელი სამსახურიდან 3 თვით განცხადების გარეშე დაითხოვა. შემდეგ ეტყობა მიხვდა, რომ დანაშაული ჩაიდინა და განცხადება თვითონ იმიტომ დაწერა, მაგრამ ამით კიდევ მეორე დანაშაული ჩაიდინა. ვინაიდან დამლაგებელი მოხელესთან გათანაბრებული პირი არ არის, გამგეს სისხლის სამართლის მუხლით პასუხისგება არ ემუქრება. ის დაისჯება ადმინისტრაციულად," _ გვითხრა ადვოკატმა მაგული ღვალაძემ და იქვე დასძინა, რომ კონკრეტულად რა იქნება სასჯელი, სამსახურიდან გაათავისუფლებენ თუ საყვედურს გამოუცხადებენ, ეს უკვე მისი უფროსის გადასაწყვეტია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსს მურად ოზაშვილს საკითხი ჯერ არ შეუსწავლია, გადაწყვეტილებასაც ალბათ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მიიღებს.

მარინა პეტრიაშვილი

P.S. მას შემდეგ, რაც გაზეთ `სპექტრის~ ჟურნალისტებმა აღნიშნულის თაობაზე მოკვლევა დაიწყეს, დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსი მურად ოზაშვილი ეკა ბოსტოღანაშვილს დაუკავშირდა და უახლოეს მომავალში სამსახურში აღდგენას დაპირდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.