იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თესაუ) ჩარიცხულ 228 სტუდენტს სახელმწიფო დააფინანსებს:
ბიოლოგია - 40 ადგილი; სასურსათო ტექნოლოგია - 43 ადგილი; დაწყებითი განათლება - 35 ადგილი; ისტორია - 55 ადგილი; ქართული ენა, ლიტერატურა - 55 ადგილი. აღნიშნულ სპეციალობებზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი ბაკალვრიატში, 4 წლის განმავლობაში, უფასოდ ისწავლის.
"მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი წელია სახელმწიფომ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები და თავის თავზე აიღო მათი დაფინანსება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფინანსდება ის მიმართულებები, რომელსაც აქვს სამი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა). იმის გამო, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სამი საფეხური მხოლოდ ხუთ მიმართულებას გააჩნია (ქართული ენა-ლიტერატურა, ისტორია, დაწყებითი განათლება, ბიოლოგია და სასურსათო ტექნოლოგია) დაფინანსდა, ხოლოდ ეს სპეციალობები. თითოეულ ამ მიმართულებას აქვს გარკვეული ადგილების რაოდენობა და სტუდენტი, რომელიც ამ სპეციალობებზე ჩაირიცხება 4 წლის მანძილზე, ანუ ბაკალავრიატს დაუფინანსებს სახელმწიფო", - განმარტა speqtri.ge-სთან საუბარში თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი (პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი) სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე - იგი თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით შედის საკუთარ გვერდზე და შეაქვს სასურველი ცვლილებები. აბიტურიენტი ყველა ცვლილების დადასტურებას მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ აბიტურიენტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც „inbox“-ში და ვერც „junk“-ის ან „spam“-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება (მაგ.: არ დააჭირა შენახვის ღილაკს).
სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აბიტურიენტი პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის! დამატებითი ინსტრუქციები განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
მასალის გამოყენების პირობები