თესაუს აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ცნობით, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 5 მარტიდან დაიწყება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია, რომელიც ამავე წლის 12 მარტს დასრულდება; უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების დღედ განისაზღვრა 2015 წლის 20 მარტი; კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 12 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე; რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ავტობიოგრაფია ან CV; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა; 2 ფოტოსურათი ზომით 3X4.
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე საევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: საბჭომ განიხილა და დაამტკიცა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება; განიხილა და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს გადაუგზავნა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება; საკითხი -აკადემიური საბჭოს სამდივნოს სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების შესახებ - მოსამზადებლად გადაუგზავნა თესაუს იურიდიულ სამსახურს. განხილულ იქნა საბჭოზე შესული განცხადებები.
რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თესაუს ვებ-გვერდზე: www.tesau.edu.ge
მასალის გამოყენების პირობები