განათლება
აზერბაიჯანულ სკოლაში ქართველი დირექტორი პირველად დაინიშნა
რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელ კაბალის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. პედაგოგები და მშობლები ქართველი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებდნენ და მიზეზად კომუნიკაციის პრობლემას ასახელებდნენ. როგორც სკოლის ახალი დირექტორი ლამარა ტაბატაძე speqtri.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანულ სკოლაში ქართველი დირექტორი დაინიშნა. მის მიმართ პედაგოგების და მშობლების აგრესია კი არაინფორმირებულობამ გამოიწვია. „დირექტორების კონკურსი რომ გამოცხადდა, სამი სკოლა მოვხაზე, რომელთაგან ერთ-ერთი კაბალის საჯარო სკოლა იყო. აქ განათლების სამინისტრომ გამომაგზავნა, თუმცა კაბალის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ არ მიმიღო. მინისტრმა გამოიყენა თავისი დისკრეციული (პირადი შეხედულების მიხედვით) უფლებამოსილება და დირექტორად დამნიშნა. ამის გამო ადგილობრივებისგან აგრესია წამოვიდა იმიტომ, რომ ეგონათ კანონი დაირღვა. მათ ჰქონდათ მინისტრის ბრძანების ძველი რედაქცია, სადაც ეწერა, რომ სამეურვეო საბჭო რომელ დირექტორსაც არ მიიღებდა, შემდგომში იგივე დირექტორი არ უნდა დანიშნულიყო. ადგილობრივებმა როცა ნახეს ახალი რედაქცია, რის მიხედვითაც მინისტრს უფლება ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, დამშვიდნენ. თანაც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო კიდევ რამდენიმე სკოლა, მათ შორის ქართულენოვანიც.“ დირექტორი პედაგოგების არაინფორმირებულობას ქართულის უცოდინრობით ხსნის. „ფაქტიურად პედაგოგები განათლების სამინისტროს საწარმოო პროცესში არ იყვნენ ჩართულები, ვერ ეცნობოდნენ სიახლეებს. ყველაფერი რაც სკოლაში მოდის, ახალი რედაქციები თუ სხვა სახის ინფორმაცია, ცალკე საქაღალდეში უნდა იდებოდეს. აქ ენის პრობლემა მწვავედ დგას“. როგორც უკვე ცნობილია, კაბალის საჯარო სკოლის პედაგოგების და მშობლების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ დირექტორმა აზერბაიჯანული არ იცოდა. ამის გამო ლამარა ტაბატაძემ ენის შესწავლა უკვე დაიწყო. თუმცა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში სამართალწარმოების ენა არის ქართული და კანონი დირექტორს არ ავალდებულებს იცოდეს რომელიმე უცხო ენა. "დირექტორმა კი არ უნდა ისწავლოს აზერბაიჯანული, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ქართული. ეს წერია კონსტიტუციაშიც და წერია ზოგადადმინისტრაციულ კოდექსშიც. ადგილობრივების მოთხოვნა და არგუმენტები არაკანონიერია და ამის გათვალისწინებას სამინისტრო არ აპირებს, რადგან დირექტორი სავსებით კანონიერად არის დანიშნული,"- განმარტავს speqtri.ge-სთან საუბრისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ლალი როზომაშვილი. სკოლის დირექტორის თქმით, აზერბაიჯანულენოვანმა პედაგოგებმაც გამოთქვეს სურვილი ქართული ენა ისწავლონ, თუმცა ამბობენ, რომ ენის შემსწავლელი სპეციალური პროგრამა განათლების სამინისტროს არ აქვს. „მე ვიცი, რომ განათლების სამინისტროს ამჟამად აქვს ენის შემსწავლელი პროგრამა და ეს აქაურ პედაგოგებს დაეხმარება ქართულის შესწავლაში“. როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, არის პროგრამები, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რისი საშუალებითაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პედაგოგებს ქართული ენის შესწავლის საშუალება აქვთ. „სოფელი კაბლის საჯარო სკოლის პედაგოგებს ალბათ აქამდე არ დაუყენებიათ მოთხოვნა და მაგიტომაც არ მიუღიათ მსგავსი დახმარება.“ „კაბალის თემში“ ხუთი სკოლაა და ხუთივე აზერბაიჯანულენოვანი. როგორც ლამარა ტაბატაძე ამბობს ამ სკოლებში ჯერ ქართველი დირექტორი აქამდე არ დაუნიშნავთ. "ჩემი შემთხვევა პირველი პრეცენდენტია. ამიტომაც გაუჭირდათ ასეთი სიახლის მიღება.“ რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ გასულ კვირას კაბალის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა. სკოლაში მასწავლებლების სრული შემადგენლობა გამოცხადდა და ბავშვების ნაწილიც მივიდა. „დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესი ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ სირთულეებს, დავსხედით, დავილაპარაკეთ და პრობლემების გადაჭრის გზები დავსახეთ“, - ამბობს დირექტორი. მისივე განმარტებით, პრობლემების მოგვარების და მოლაპარაკებების საკითხში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ჩართულა. „მოლაპარაკებას სოფელ კაბალის რწმუნებულთან ერთად ვაწარმოებდით, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი განახლდა. პრობლემა ის იყო, რომ მოსწავლეები ზარალდებოდნენ“. განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ლაგოდეხის რესურსცენტრთან, რომლის უფროსიც სამინისტროს წარმომადგენელია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 10 °C
img
საგარეჯო 3 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 7 °C
img
სიღნაღი 7 / 11 °C
img
ლაგოდეხი 6 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 10 °C
img
თელავი 4 / 10 °C
img
ახმეტა 3 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.