განათლება
შედეგზე თუ პედაგოგთა მასობრივ დათხოვნაზე ორიენტირებული სერტიფიცირება
ბოლო პერიოდში კულუარებში აქტიურად საუბრობენ საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასიური გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარი სკოლის დირექტორებს მინისტრისგან უკვე მიღებული აქვთ ზეპირი მითითება 2010-2011 სასწავლო წლიდან მცირე დატვირთვის მქონე და პენსიონერი პედაგოგების გათავისუფლების შესახებ. მასწავლებელთა მოსაზრებით, ეს ეტაპი წინ უძღვის სერტიფიცირებას, რომლის მიზანიც ასევე მათი სამსახურიდან გაშვებაა. ბოლო პერიოდში კულუარებში აქტიურად საუბრობენ საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასიური გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარი სკოლის დირექტორებს მინისტრისგან უკვე მიღებული აქვთ ზეპირი მითითება 2010-2011 სასწავლო წლიდან მცირე დატვირთვის მქონე და პენსიონერი პედაგოგების გათავისუფლების შესახებ. მასწავლებელთა მოსაზრებით, ეს ეტაპი წინ უძღვის სერტიფიცირებას, რომლის მიზანიც ასევე მათი სამსახურიდან გაშვებაა. ამ დროისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა ხელმძღვანელობისგან უკვე მოისმინა განცხადებები განთავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილების გახმაურებას დირექტორები ჯერ ერიდებიან. ამაზე საუბარი თავად მასწავლებლებსაც არ სურთ იმ იმედით, რომ შეიძლება სიტუაცია მათ სასიკეთოდ შეიცვალოს. ზოგიერთი პედაგოგის მოსაზრებით, ეს არის სერტიფიცირებამდე მათი გათავისუფლების პირველი ეტაპი, რასაც უარყოფითად აფასებენ. "მესმის, რომ სიახლეები ინერგება და ახალი მეთოდების სწავლაა საჭირო, მაგრამ წლების განმავლობაში რომ პედაგოგად ვმუშაობ, ახლა ამ სტატუსის მოპოვება რატომ უნდა მჭირდებოდეს? სერტიფიცირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა სხვა დატვირთვა მიეცათ," _ ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა (ამ კუთხით თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირებას ბევრი პედაგოგი ერიდება). მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს რეფორმა არც ერთი პედაგოგის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, მასწავლებლები ამ საფრთხეებზე მაინც საუბრობენ. ამ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ)გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნელი ჯანელიძეც."სერტიფიცირება, როგორც ჩანს, არ არის შედეგზე გათვლილი, ეს იმიტომ დაუშვეს, რომ მასწავლებელთა მასიური გათავისუფლება მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჯერ უნდა გადაამზადონ პედაგოგები, შეუქმნან პირობები, სასწავლო პროგრამა თუ სახელმძღვანელო, მაგრამ თუ მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ შედეგი ვერ გამოიღო, სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვონ. სერტიფიცირება დიპლომების უარყოფასა და პედაგოგის სტატუსის ახლიდან მოპოვებას კი არა, კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ითვალისწინებდეს. როგორ შეიძლება მასწავლებელს, რომელსაც პედაგოგის სახელმწიფო დიპლომი აქვს და 20-25 წელი ასწავლის, მოსთხოვო მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოპოვება. ვფიქრობ, ეს ცოტა უხერხული მიდგომაა," _ აღნიშნა ნელი ჯანელიძემ. იგი აქვე იმაზეც საუბრობს, რომ სამინისტროდან დირექტორებზე პირდაპირი ზეწოლა და მუქარა ხორციელდება. "1 ივლისამდე დირექტორებმა სამინისტროში საათობრივი ბადე უნდა წარადგინონ. უნდათ, რომ ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ თითოეული მასწავლებლის უკან ხომ მისი ოჯახია და ყველასთვის ძნელია სამსახურის დაკარგვა. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს და გავაპროტესტებთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ წინააღმდეგობებს გვიწევენ, ამაზე მაინც აქტიურად მიდის მუშაობა. დირექტორებს აქვთ მითითება, რომ 65 წელს გადაცილებული და 18 საათზე ნაკლები დატვირთვის მქონე პედაგოგები გაათავისუფლონ. ამას მთავრობა რეფორმას უწოდებს და თვლის, რომ ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ამასთანავე, საუბარია, რომ მალე დირექტორებს სამეურვეო საბჭოები აღარ აირჩევენ და მათი დანიშვნის პირდაპირ ვალდებულებას სამინისტრო აიღებს, ანუ ახლა ხდება მთელი რეფორმის თავდაყირა დაყენება. საერთოდ, ამგვარ ქმედებებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. მუქარისა და დაშინების ფონზე დირექტორები ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან _ ან თვითონ უნდა წავიდნენ, ანდა მათ ბრძანებას დაემორჩილონ," _ განმარტა ნელი ჯანელიძემ. პედაგოგთა გათავისუფლებაზე და ზოგადად სერტიფიცირებაზე დირექტორებს თავიანთი მოსაზრების გამოთქმა არ სურთ. `სპექტრი~ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, მაგრამ სხვადასხვა არგუმენტით კომენტარზე უარი განაცხადეს. მაგალითად, ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ოღლიშვილმა გვითხრა, რომ ფორმაში არ არის, ძალიან დაღლილია და ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ორი სიტყვით განმარტა, რომ მისთვის ყველა სიახლე მისაღებია. ამ რეფორმის შესახებ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ: "სასურველია, პედაგოგს 18 საათი ჰქონდეს და დანარჩენი საათები სხვას გადაუნაწილდეს. ანუ აქ გათავისუფლება არ იგულისხმება. მაგალითად, მასწავლებელს აქვს 25 საათი. ერთ ადამიანს ხომ არ შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური დატვირთვა და სხვას _ 12-15 საათი? მან თავი რატომ უნდა იგრძნოს დაჩაგრულად? ანუ ახლა მიმდინარეობს შტატების გონივრული განაწილება. ეს ეხება არა მარტო პედაგოგს, არამედ ყველა საშტატო ერთეულს. დირექტორმა სწორად უნდა დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი და ვაუჩერის თანხის ოთხ ძირითად პრიორიტეტულ საკითხზე გადანაწილება: 1. პედაგოგთა ხელფასები. 2. ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალის ხელფასები. 3. კომუნალური ხარჯები. 4. ოფისის ხარჯები. თუკი თანხის გარკვეული ნაწილი მორჩება, სხვა საქმეებზე გადაანაწილოს," _ განმარტა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან ბურდიაშვილმა. რაც შეეხება სერტიფიცირებას, ამ ეტაპზე ყველა პედაგოგისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვინც უარს იტყვის აღნიშნულ პროცესზე, ეს ერთგვარი მინუსი იქნება. "სერტიფიცირება გულისხმობს 2014 წლამდე პედაგოგობის უფლების მოპოვებას. იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა საზოგადოება, მოსწავლეები და ა.შ. საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლება და დახვეწა, რადგან ყველაფერი განახლებას საჭიროებს. აღნიშნული სტატუსის მოპოვება ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სასურველია, რათა მასწავლებელი იყოს უფრო მეტად პრიორიტეტული," _ განმარტა დარეჯან ბურდიაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრის ზეპირი მითითების თაობაზე, რომელიც გულისხმობს 65 წელს ზემოთ და 18 საათზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგების განთავისუფლებას, საქმის კურსში არ არის. "საშტატო განრიგი აბსოლუტურად დირექტორის გადასაწყვეტია და კანონმდებლობაში მითითებული არ არის, რომ თვრამეტსააათიანზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საქმის კურში არ ვარ. ვიმეორებ, რომ დირექტორი ვალდებულია გონივრულად დაგეგმოს თავისი ბიუჯეტი," _ ამბობს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა: "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს მასწავლებელთა დეფიციტი და ამის გამო ავამოქმედეთ პროგრამა _ "ასწავლე საქართველოსთან ერთად," _ განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. იგი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომელიც 18 საათზე ნაკლები დატვირთვის მქონე პედაგოგების გათავისუფლებას ეხება და განმარტა, რომ სკოლის დირექტორების მიმართ სამინისტროს ერთადერთი თხოვნა იყო- მასწავლებელთათვის სამართლიანად გადაენაწილებინათ საათები, რომლის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული პედაგოგთა ხელფასები. "სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს საშტატო განრიგის დამტკიცება და სამინისტროს თხოვნაა შეძლებისდაგვარად მოხდეს პედაგოგთათვის სრული განაკვეთის შევსება, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ," _ დასძინა მინისტრმა. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, დღეს სკოლებში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც ამბობენ, პედაგოგთა მასიური გათავისუფლება უკვე დაწყებულია, თუმცა ამაზე არც დირექტორები და არც პედაგოგები ღიად არ საუბრობენ. ქეთი არჯენიშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 8 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 8 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.