განათლება
აკადემიური თავისუფლება თუ "თავაშვებულობა“?
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ქეთევან გიგაშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი რექტორატის მხრიდან აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. მათი თქმით, სპექტრთან ინტერვიუში რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. პროფესორების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასწავლებელში პერსონალის უფლებები არ ირღვევა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, სამეცნიერო კვლევითი განყოფილების უფროსის ქეთევან გიგაშვილის უკმაყოფილება რექტორის განცხადებამ გამოიწვია. - "ეს იმდენად თვალში მოსახვედრი ტყუილია, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ დაამტკიცებს, რადგან არც ერთი ლექცია არ გამიცდენია. რექტორი საჯარო პირია, მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება თავის სიტყვებზე, მაგრამ რაც მოესურვება, იმას ამბობს. მინდა მას თქვენი გამოცემის საშუალებით მივმართო: ან დაამტკიცოს, რომ ლექციებს ვაცდენ, ან კიდევ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ვეწევი სერიოზულ სამეცნიერო საქმიანობას და ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მომაყენოს. განცხადებას ვაკეთებ არა როგორც ქეთევან გიგაშვილი, არამედ როგორც სამეცნიერო კვლევითი განყოფილების უფროსი, რომელიც უნივერსიტეტში სამეცნიერო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ეგ მეორე საკითხია ახორციელებენ თუ არა სამეცნიერო პოლიტიკას ისე, როგორც მე მესახება." ქეთევან გიგაშვილის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რექტორს უნივერსიტეტის შინაგანაწესი არ აქვს წაკითხული. - "შინაგანაწესის მეოთხე მუხლია სამუშაო დღე და მისი გამოყენება, სადაც აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის პირთა მუშაობა ტაბელური სისტემით აღრიცხვას არ ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესორი არ უნდა დაავალდებულო ხელი მოგიწეროს, რომ დღეს გამოცხადდა. პროფესორმა უნდა განსაზღვროს თავისი მუშაობის გრაფიკი. თავი რომ არ უნდა აიშვას, ეგ მეორე საკითხია. პროფესორს ევალება რამდენიმე საათის ჩატარება, მაგრამ როგორ დაგეგმავს ამ დროს, ეს მისი გადასაწყვეტია. ის მარტო ლექციების წამკითხველი არ არის, იგი დაკავებულია სამეცნიერო საქმიანობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ლექციის ხარისხი იქნება დაბალი. რექტორს ავიწყდება, რომ ჩვენ რეგიონული უნივერსიტეტი ვართ, სამეცნიერო ცენტრი კი თბილისშია. პროფესორების სერიოზული ნაწილი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. ვინც ახლა იწყებს კვლევით მუშაობას, რატომ უნდა იყოს აქ 9-დან 3 საათამდე?! რას მისცემს უნივერსიტეტს პროფესორის დილიდან შუადღემდე აქ ყოფნა?! აბსოლუტურად არაფერს. ეს არის მიზანმიმართული ქმედება რექტორატის მხრიდან, რომ ადამიანები არ გაიზარდნენ პროფესიულად. რაში აწყობთ, ჩემთვის ეს იმდენად ძნელი ასახსნელია, რომ ამის მიზეზს ვერ გეტყვით. რატომ უნდა დამეძებდეს სტუდენტი, მას გეგმა აქვს და იცის პროფესორს როდის უნდა შეხვდეს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ რექტორმა არ იცის სილაბუსის არსებობა." პროფესორის განმარტებით, მან აკადემიურ საბჭოს მიმართა, თუმცა გამოხმაურება არ მოჰყოლია. "როგორც სამეცნიერო ცენტრის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, 19 სექტემბერს ოფიციალურად მივმართე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პრორექტორს - ირმა შიოშვილს, ფაკულტეტების დეკანებს. იმედი მქონდა, რომ გამოიჩენდნენ კეთილგონიერებას და დროულად შეაჩერებდნენ პროფესორის აკადემიური თავისუფლების შემზღუდავ და უნივერსიტეტის იმიჯის შემბღალავ ქმედებებს. საკითხი განიხილეს აკადემიურ საბჭოზე ისე, რომ არც შემატყობინეს. რა გადაწყვეტილება მიიღეს არ ვიცი. ამის შემდეგ მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ახლა მათგან ველოდები გამოხმაურებას," - აღნიშნა მან და იქვე დასძინა: "უმაღლესი განათლების შესახებ კანონის პირველი თავის გ პუნქტში ნათქვამია: `აკადემიური თავისუფლება არის - კადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა.~ ეს ნიშნავს, რომ კი არ უნდა დამიგეგმონ ჩემი გრაფიკი, მე უნდა დავგეგმო. კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რასაც ესენი აკეთებენ, კვალიფიკაციის დამდაბლებაზე ზრუნვაა. პროფესორები მონაწილეობენ და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. ე.ი. მათ მარტო სასწავლო პროცესი არ ეხებათ." რექტორის ინტერვიუმ პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილიც გაანაწყენა. "რექტორის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა. როცა ამბობს, 118-დან მხოლოდ ორია უკმაყოფილოო, ავიწყდება, რომ პროფესორები რანჟირდებიან თანამდებობის მიხედვით, არის სრული, ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორი. ზოგი დამსახურებულია, ზოგი კი ნაკლებად დამსახურებული, ზოგს ბევრი აქვს გაკეთებული მეცნიერებაში. მისთვის 118 ერთეული რაოდენობაა. უნივერსიტეტში დაახლოებით 50 საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, 50-დან შვიდი პროგრამის ხელმძღვანელი ვარ მე. ექვსი პროფესორი 118-დან ჩემს მიერაა მომზადებული. ბევრი პროფესორი მე და ქალბატონ ქეთევანს გვეთანხმება, მაგრამ ხმამაღლა არ საუბრობენ, არ უნდათ პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს რექტორს ეწყინება და მერე შეიძლება სადამსჯელო ღონისძიებები ჩაატაროს, როგორც ახლა ატარებს. ამიტომ ურჩევიათ ცხრაზე მოვიდნენ და სამზე წავიდნენ. მეორე ნაწილი სასათბურე პირობებშია _ ფაქტობრივად ფარულად აქვთ ნებართვა, როგორც უნდათ, ისე იარონ. რამდენიმე მათგანმა თვითონ აღიარა ეს, მაგრამ არ შემიძლია დავასახელო კონკრეტული პიროვნებები. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს," - აღნიშნა მან და იქვე დასძინა: - "ხელშეკრულების მიხედვით, მე ვალდებული ვარ უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს ვიმყოფებოდე მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, აქ არ არის განსაზღვრული რომელი საათიდან, რომელ საათამდე. ხელშეკრულების მეცხრე მუხლში წერია, რომ დაქირავებულის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სასწავლო ცხრილთან შესაბამისობაში. ჩემი სამუშაო რეჟიმია სასწავლო ცხრილი, კონსულტაცია და მეტი არაფერი. ამ ვითარების თაობაზე ერთი კვირის წინ ვაცნობე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე კიღურაძეს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა." უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით "სპექტრი" რამდენიმე პროფესორს ესაუბრა. პროფესორი და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ნუნუ გელდიაშვილი მიიჩნევს, რომ თესაუს აკადემიური პერსონალი სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უკეთეს პირობებშია. "როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდება ეხება პროფესორის სამსახურში ყოფნის ვალდებულებას 3/4 სამუშაო დღის განმავლობაში, რაც ზოგიერთის მიერ მოიაზრება "წნეხად“ და აკადემიური თავისუფლების "შეზღუდვად“. მიმაჩნია, რომ ასეთი მსჯელობა არასწორია და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, რადგან აკადემიური თანამდებობა მოვალეობათა ერთობლიობაა (სწავლებისა და კვლევის წარმართვა–გაძღოლა, მასში მონაწილეობა, სტუდენტებისათვის კონსულტაციები...), რაც უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ამ ვალდებულებების შესასრულებლად სრული თავისუფლება გაგვაჩნია. სწავლებისა და კვლევის დაგეგმვისა თუ წარმართვის პროცესში არავინ ერევა. თუ კარგად გამოვითვლით ამ საქმიანობისთვის საჭირო საათებს, შესაძლებელია, სამი და ოთხი დღე არც აღმოჩნდეს საკმარისი. აკადემიური თავისუფლება არ გულისხმობს აკადემიურ „თავაშვებულობას – სურვილისამებრ წასვლა–მოსვლას. იმ პიროვნებებს კი, რომელთაც სამსახურში განსაზღვრული საათებით ყოფნა ,"დაჩაგვრად“ მიაჩნით, ვურჩევდი, სხვა უნივერსიტეტების აკადემიური თანამდებობის მქონე პროფესორებისადმი წაყენებულ მოთხოვნებსაც გაეცნენ, რის შედეგადაც ადვილად დარწმუნდებიან, რომ ამ მიმართებით ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა გაცილებით უკეთეს პირობებში ვიმყოფებით." აღნიშნულ საკითხზე პოზიცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო კოჭლოშვილმაც დააფიქსირა. "იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ნამდვილად არ აქვთ შეზღუდული აკადემიური თავისუფლება. კვლევითი საქმიანობისთვის არსებობს სამეცნიერო მივლინება." ირღვევა თუ არა პროფესორების უფლება, ამის გარკვევას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ნელი ჯანელიძესთან შევეცადეთ. "დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის იდება შრომითი ხელშეკრულება. არსებობს შრომის შინაგანაწესი, რომელიც თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული, ამას აუცილებლად ეცნობა დასაქმებული. სამუშაო პირობები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, თუ რა ვალდებულებები აქვს ორივე მხარეს. თუ სამუშაო საათები არ არის გაწერილი და არც გრაფიკია გათვლილი, მაშინ ამის ზეპირად მოთხოვნა და დაკანონება არ შეიძლება. თუკი მართლა ყოველ საათში აწერენ ხელს, ამის ვალდებულება ხელშეკრულებით უნდა ჰქონდეთ." ნელი ჯანელიძის თქმითვე, თუ ხელშეკრულებიდან სამართლებრივი გადახვევაა, მაშინ პროფესორებს შეუძლიათ გააპროტესტონ და წესებს არ დაემორჩილონ. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 10 °C
img
საგარეჯო 3 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 7 °C
img
სიღნაღი 7 / 11 °C
img
ლაგოდეხი 6 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 10 °C
img
თელავი 4 / 10 °C
img
ახმეტა 3 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.