თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, (აპრილი 2013 – სექტემბერი 2014) სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაცემული პრემიებისა და დანამატების მიხედვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, 6 549 824.86 ლარით.
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტექნიკური უნივერსიტეტი 2 250 361 ლარით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა 448 079 ლარიდან 938 146 ლარამდე მერყეობს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი პრემიების და დანამატების სახით 146. 787. 50 ლარი გაიცა.
Speqtri.ge თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია თუ რისთვის გაიცა პრემიები და სახელფასო დანამატები უნივერსიტეტის თანამშრომლებზე. როგორც ჩვენთან საუბრისას თესაუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაატა გოცირიძე განმარტავს, ამ თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს და დღემდე პრემიის და სახელფასო დანამატის სახით მცირე თანხა გასცა. „მე ჩემი არჩევის შემდეგ პრემიებს გავცემ საქმის შესრულებიდან გამომდინარე, ანუ ვინ როგორ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თებერვლიდან დღემდე მე სულ ორჯერ გავეცი სახელფასო დანამატი. ჩემს არჩევამდე პრემიების გაცემის ასეთი ტრადიცია იყო, რომ პერსონალი ყველა საზეიმო დღეს, ეს იქნებოდა აღდგომა, ახალი წელი თუ სხვა დღესასწაული იღებდა სახელფასო დანამატს“.
ასეთი პრემიების ფონზე, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის დაწესებულებებს უამრავი სტატუსშეცერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთან სწავლა ძირითადად თანხის გადაუხდელობის გამო შეწყვიტეს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა – კვლევის პერიოდში (აპრილი 2013 – სექტემბერი 2014) გვიჩვენებს, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა თსუ-ს 11.631 სტუდენტს; საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის 7.870 სტუდენტს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 6.525 სტუდენტს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 665 სტუდენტს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 517 სტუდენტს; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 492 სტუდენტს; ზუგდიდის სახელმწიფო უნივესრსიტეტში კი 86 სტუდენტს; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 690 სტუდენტს.
როგორც ჩვენთან საუბრისას თესაუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაატა გოცირიძე განმარტავს, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 690-ს 2010 წლიდან დღემდე მიაღწია. „სტუდენტები ძირითადად გადასახადის გადაუხდელობის გამო იჩერებენ სტატუსს. არც სოციალურად დაუცველ და არც ჩვეულებრივი სტატუსის მქონე სტუდენტებზე შეღავათები არ არის უნივერსიტეტისგან, გარდა იმისა, რომ სტიპენდიას ვაძლევთ წარჩინებულ მოსწავლეებს“.
მასალის გამოყენების პირობები