[caption id="attachment_1195" align="alignright" width="300" caption="ტრენინგის ორგანიზატორი თინათინ ქემაშვილი"][/caption]
ნათია გელაშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ი `ძლიერი სოფელი- ძლიერი მომავლის~ მიერ მიმდინარე წლის თებერვალში სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: `ახალგაზრდა ლიდერები მომავლისათვის~, რომლის ორგანიზატორი გახლდათ თინათინ ქემაშვილი.
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლიდან 25 მონაწილე შეირჩა. მათ სამი დღის განმავლობაში სემინარი ჩაუტარეს თბილისიდან მოწვეულმა ტრენერებმა: მაია ხასიამ და ავთო მიქანაძემ.
"ვფიქრობ, კარგი პროექტია. ბავშვები ბევრ ინფორმაციას იღებენ და საკუთარ თავზე მუშაობის ინტერესი უჩნდებათ. რაც შეეხება პროექტის მიზანს, მოზარდებს საშუალება ეძლევათ, ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოუსმინონ, პატივი სცენ თანატოლების მოსაზრებას და ისწავლონ, თუ როგორ უნდა აიღონ ლიდერობა საკუთარ თავზე, ჯერ სკოლაში და შემდეგ ფართო საზოგადოებაში. ასევე გაათვითცნობიერონ და საკუთარ თავში იპოვნონ ლიდერის თვისებები, იბრძოლონ წარმატებისთვის და რაც მთავარია, ცოდნა და შესაძლებლობები მოახმარონ თავის ქვეყანას და რეგიონის განვითარებას," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ტრენერმა მაია ხასიამ.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ისიც, რომ ერთ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაემყარებინათ კონტაქტი და დაეძლიათ კომუნიკაციის პრობლემები.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო `სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის~ თითოეულ თანამშრომელს და პირადად მის დირექტორს ქალბატონ ლალი ყიფშიძეს. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი ორგანიზაციის პირველი პროექტია და შესაბამისად, უამრავი შეკითხვა გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მინიმალურ ფასად მაქსიმუმი გავაკეთეთ. საქართველოს რეგიონებში არიან ახალგაზრდები, რომელთა აზროვნება, პოტენციალი და ინტერესის სფერო სცილდება სკოლაში შესასწავლ საგნებს, ისინი გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე განვითარებადი პროცესების სხვადასხვა მიმართულებებზე. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ასეთ ახალგაზრდაში მომავალი ლიდერის უდიდესი პოტენციალია და ამ უნარებს სწორი მიმართულება უნდა მიეცეს, რათა მომავალში ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ," _ გვითხრა ორგანიზაციის თავმჯდომარემ თინათინ ქემაშვილმა.
მოზარდები ტრენინგში მონაწილეობით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებენ.
"ვფიქრობ, ბევრ საინტერესოს შევიტყობ, რაც მომავალში საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კარიერულ წინსვლაში ნამდვილად გამომადგება," _ უთხრა `სპექტრს~ წნორის #1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მარინა ნასყიდაშვილმა.
"მომწონს პროექტი, ვიმედოვნებ, რომ ეს ტრენინგი ცოდნას შემმატებს, ვიქნები მეტად პასუხისმგებლიანი და მეგობრული. დარწმუნებული ვარ, ამ ყოველივეს წარმატებით გავართმევ თავს," _ გვითხრა სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ეკა ჯავახიშვილმა.
მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგები ხელს შეუწყობს მათთვის სასარგებლო უნარების განვითარებას, რაც მომავალი პროფესიის არჩევაში და თვითგამორკვევის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.
მასალის გამოყენების პირობები