განათლება
სიახლეები 2014-15 სასწავლო წლისთვის
ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში ახალი სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით, სამედიცინო კაბინეტებისა და უფასო ავტობუსების მომსახურებით დაიწყებენ. 509 650 მოსწავლე უფასოდ მიიღებს 4 033 295 სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულს. ახალი სახელმძღვანელოები გაუმჯობესებული ხარისხის ქაღალდზეა დაბეჭდილი და უფრო ნაკლები წონა აქვს. „წელს სახელმძღვანელოების პროექტი გაცილებით უფრო გამართულად მიმდინარეობს. რაოდენობის მოკვლევიდან დაწყებული, ფასთა კვოტირებით დამთავრებული და შემდეგ უკვე დისტრიბუცია ბევრად მოწესრიგებულია. სკოლებს თითქმის დამთავრებული აქვთ დაკომპლექტება და გაშვებული აქვთ სხვადასხვა კლასებში. ვფიქრობ, სკოლებმა ძალიან კარგად გაართვეს ამას თავი. დღეს დავათვალიერე სხვადასხვა კლასების მიხედვით წიგნების შეკვრა, სადაც მე პირადად გამიჭირდა, რომ მივმხვდარიყავი რომელი იყო ახალი სახელმძღვანელო და რომელი გამოყენებული. ვფიქრობ, ამ მხრივ საკამათო და სანერვიულო ნამდვილად არ იქნება“, - განმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე აცხადებს, სახელმძღვანელოების 80% უკვე დაბეჭდილია, საიდანაც თბილისის მასშტაბით დარიგებულია 65%, ხოლო რეგიონებში - 70%. მისივე თქმით, აღნიშნული წიგნები აგვისტოს ბოლოს სრულად იქნება დაბეჭდილი და სკოლებს 10 სექტემბრამდე გადაეგზავნება. „სიახლეა პირველი კლასელების წიგნებში, რომელიც დაიბეჭდა სპეცილურ ქაღალდზე. რამაც დაახლოებით 150-დან 200 გრამამდე შეამცირა სახელმძღვანელოების წონა“, - აღნიშნა გაგოშიძემ. გარდა სახელმძღვანელოებისა, პირველკლასელებს და მათ დამრიგებლებს გაუმჯობესებული მონაცემების ახალი კომპიუტერებიც დახვდებათ, რომელსაც გაცილებით მაღალი ხარისხის ტექნიკური მონაცემები და შემცირებული წონა აქვს. ნეტბუქებში, რომლებიც პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცემა, ჩაწერილია საგანმანათლებლო-ინტერაქტიული თამაშები და სავარჯიშოები. "გაუმჯობესებულია პროცესორი, გარჩევადობა, ეკრანის რეზოლუცია. თვითონ ეკრანიც უფრო დიდია. აქვს უკეთესი ელემენტი, რომელიც დაახლოებით 7-8 საათი ძლებს, ეს ორჯერ მეტია წინა წლებში დარიგებულ კომპიუტერულ მოწყობილობებთან შედარებით. არის უფრო მჩატე, დაახლოებით 300 გრამით ნაკლები, ვიდრე წინა იყო. აქვს სპეციალური ზედაპირი, რომელიც ხელში არ სრიალებს და შესაბამისად, მცირდება იმის რისკი, რომ ბავშვს ხელიდან გაუვარდეს. თუმცა აქვს დაზღვევა და გავლილი აქვს ქარხნულად ე.წ. დროპტესტი. დაცულია 70 სანტიმეტრის სიმაღლიდან ვარდნისგან, რომელიც არის ბავშვის მერხის სიმაღლე“, - განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ლაშა ვერულავა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს კიდევ ერთი სიახლე ელით. საჯარო სკოლებში სამედნიცინო კაბინეტები აღდგება. ზაფხულის განმავლობაში სკოლებში სარემონტო სამუშაოები ტარდება და ხდება კაბინეტების ინვენტარით მოწყობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროექტი პირველ ეტაპზე, 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი განმარტავს, სკოლაში შესაძლებელი იქნება მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. განხორციელდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედამხედველობა. მოხდება, იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობა. ინფექციური დაავადებებისა და ზოგადად, ჯანმრთელობის რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცოდნის ამაღლება. გარდა ამისა, მისივე თქმით, სკოლის ექიმი უფრო პოპულალურს გახდის ჯანსაღი ცხოვრების წესს. მიმდინარე წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვა და ეფექტური განვითარება. გრძელდება უსინათლო მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოების დაბეჭვდა. წელს დამატებით გამოიცა ქართულის, მათემათიკისა და ინგლისურის სახელმძღვანელოები 6-დან 12 კლასის ჩათვლით. ასევე 2014-15 სასწავლო წლიდან გაიხსნება კიდევ 3 ახალი ინტეგრირებული კლასი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის. სამი კლასიდან ორი თბილისში იქნება, ერთი კი კახეთში, თელავის №9 საჯარო სკოლაში. გრძელდება საჯარო სკოლების მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამაც. გასულ სასწავლო წელს უფასო ავტობუსებით საქართველოს 900-ზე მეტი სკოლის 47 085 მოსწავლე სარგებლობდა. სექტემბრიდან უფასო ტრანსპორტი კიდევ 100 სკოლას დაენიშნება. აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობაც. გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 9 სკოლა შეარჩია, რომელთა ადგილზეც თანამედროვე სტანდარტების ნაგებობების მშენებლობა დაიგეგმა. სიახლეები დაინერგა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. გაიზარდა სასწავლო წლის ხანგრძლივობა და გაუთანაბრდა საერთაშორისო სტანდარტს. მეორე სავალდებულო უცხო ენის შესწავლას ბავშვები მე-7 კლასის ნაცვლად მე-5 კლასიდან დაიწყებენ, რაც სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაიხვეწა სადამრიგებლო საათის შინაარსიც, რომელიც დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებს მოიცავს. შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემაც, რომელიც 4 დონიანია და ყველა მასწავლებელს ჩართვისა და განვითარების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, განსხვავებით ძველი სქემისგან, რომელიც მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებზე იყო გათვლილი. ახალი სქემით გაწერილია კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება მასწავლებლის პროფესიაში შევიდნენ სხვადასხვა განათლებისა თუ გამოცდილების კადრები. ზოგადი განათლების ხარისხის გაზრდისა და ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი სიახლეები საჯარო სკოლებში სექტემბრიდან განხორციელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 10 °C
img
საგარეჯო 3 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 7 °C
img
სიღნაღი 7 / 11 °C
img
ლაგოდეხი 6 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 10 °C
img
თელავი 4 / 10 °C
img
ახმეტა 3 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.