ერთი კვირის შემდეგ, სანამ ორშაბათ დილას გაზეთი ჩამოვა და "სპექტრის"
სტატიები შავით თეთრზე გაცხადდება, უკვე გასული ერთი კვირაა. წინა
ორშაბათს კი ვერცხლისფერ დაფაზე,
ლურჯი მარკერით თემების ჩანიშვნა ხდება. ასე კვირიდან კვირამდე,
რედაქცია მუშაობს იმისთვის, რომ მკითხველს საინტერესო და აქტუალური
სტატიები შესთავაზოს. 2013 წლის პირველი ორშაბათიც სამუშაო დაფაზე
მასალების განაწილებით დაიწყო. ჯერ კიდევ ათი წლის წინ არჩეული
პრინციპებისთვის "სპექტრს" არც ამ წელს უღალატია. სოციალური ფონი,
პოლიტიკა, კვირის ახალი ამბები, საინტერესო ადამიანები-საინტერესო
შეფასებებით, გამოკითხვა კვირის აქტუალურ თემაზე, ნიჭიერი
ბავშვები,-ეს იმ რუბრიკების ჩამონათვალია, რაზეც ამ ხნის განმავლობაში
თქვენთვის სიამოვნებით ვმუშაობთ.
ვცდილობთ, ყველა სტატია კითხვადი და საინტერესო იყოს. "პოლიტიკაში
დაბრუნებული ზვიად ყვირალაშვილი და საზოგადოების დამოკიდებულება," "მე
მაქვს სიცოცხლის უფლება!" (ლეიკემიით დაავადებული ბავშვების თემა),
"ხიდჩატეხილობა საკრებულოს დეპუტატებსა და სოფლის რწმუნებულებს
შორის," და სხვა. ეს იმ სტატიების არასრული ჩამონათვალია, რომელიც
2013 წელს მოვამზადე და რომ დავფიქრდი, რატომღაც პირველად ისინი
გამახსენდა. "ბლიცი" კი ის რუბრიკაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად
მსიამოვნებს.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და "ბლიცის" ყველა რესპონდენტს კიდევ
ერთხელ, ახლა უკვე საჯაროდ გადავუხდი მადლობას, იმისთვის, რომ
დაგვთანხმდნენ და ჩვენს კითხვებს ღიად უპასუხეს. თუმცა მთავარი მაინც
ისაა, რა შეფასებას გააკეთებს მკითხველი. ჩვენ აბსოლუტურად
ვითვალისწინებთ თქვენს აზრს, ამიტომ 2014-ის ორშაბათობითაც დაფაზე,
მარკერით, ისევ მოინიშნება თემები. თემები
მკითხველისთვის-პასუხისმგებლობით და პატივისცემით "სპექტრისგან!"
გილოცავთ შობა ახალ-წელს!
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები