ბლოგი
“შინ სტუმრად” მემკვიდრეობაზე უარის თქმა
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
თუმცა, ეს ბლოგი არ მოიცავს მსჯელობებს კანონის ანალიზის შესახებ. აქ აღწერილი გოგოებისთვის კანონები არც ინფორმაციულად მისაწვდომი და მითუფრო, არც აღსრულებადია.

კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმების არ არსებობის პირობებში, უამრავი ქალი და გოგო იმყოფება უთანასწორო მდგომარეობაში და საკანომდებლო ჩანაწერებს მათთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც აბსტრაქტული, მითიური მხსნელების არსებობას, რომელიც შენთან არასდროს მოვა, უბრალოდ არსებობს...

ამ ბლოგის ინსპირაცია მშობლების სახლში სტუმრად მისული გოგოები არიან...

"რაც თავი მახსოვს, უთანასწორო მდგომარეობაში ვარ, ჩემი გოგოობის გამო. ბავშვობაში თავი სულ ჩემი უფროსი ძმის დად მახსოვს.

4-5 წლის ბავშვები ეზოში როდესაც ვთამაშობდით, თამაშის წესებს ბიჭები ადგენდნენ. ვბრაზობდით ხოლმე გოგოები, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით, მაინც ისე იყო, როგორც ბიჭებს უნდოდათ.

ბევრჯერ შევეცადე იმის გარკვევას, რატომ იყვნენ ბიჭები უპირატეს მდგომარეობაში, თუმცა ვერაფერს გავხდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეზოში თამაშის დროს ბიჭების უპირატესობა, ოჯახში დადგენილი სხვა წესებიდან მოდიოდა და დიდი უთანასწორობის მხოლოდ პატარა ნაწილი იყო.

მაგალითად, გოგოებმა ვიცოდით, რომ მშობლების სახლი ბიჭებს უნდა დარჩენოდათ და ჩვენ ამ სახლში ოჯახის შექმნამდე უნდა გვეცხოვრა. შემდეგ კი, მხოლოდ სტუმრად შეგვეძლო მისვლა. ეს ყველა ჩემს თანატოლ გოგოს ესმოდა მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან, ნათესავებისგან. არავის უთქვამს, რომ ჩვენც გვეკუთნოდა მშობლის ქონება. რადგან მთელი ბავშვობა ისე გვესმოდა, ვფიქრობდით, რომ მართლა ესეთი წესი იყო. უსამართლო, ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ მაინც წესი.

ბიჭებს მეტი უფლებები და პრივილეგიები ჰქონდათ. იმიტომ არა, რომ ჩვენზე უკეთესები იყვნენ, უბრალოდ ჩვენ გოგოები ვიყავით და ისინი ბიჭები.
მათ შეეძლოთ დაეგვიანათ სახლში, ჩვენ არა. შეეძლოთ დაეშვათ შეცდომები. ჩვენ სულ გვესმოდა, რომ გოგოს შეცდომა არ ეპატიებოდა და არ უნდა შეერცხვინა ოჯახი. ბიჭების სწავლაში მეტ რესურსს დებდნენ მშობლები, რადგან თვლიდნენ, მათ უფრო სჭირდებოდათ სამომავლოდ განათლება და კარგი სამსახური. გოგოები კი "გავთხოვდებოდით და პატრონს ჩავბარდებოდით".

ეს სიტყვა მაპატარავებდა და უიმედოს მხდიდა. რატომ უნდა მყავდეს პატრონი, ჩემი თავის პატრონი მე მინდა ვიყო მეთქი ბრაზმორეული ჩავილაპარაკებდი. ამაზე მამაჩემი გამომხედავდა და მეტყოდა შვილო რას იზავ "წესია ესეთიო".

ამის გაგონება თითქოს მაქვავებდა. თითქოს უნდა დამეჯერებინა, რომ ამ წესების შეცვლა არავის შეეძლო.

ასეთი იყო ჩემი ბავშვობა, გაუგებარი წესებით შეფუთული. წესებით, რომლის თანახმად, სიტყვა, პრივილეგია, განათლება, სახლი ბიჭის უნდა ყოფილიყო.
გვარის გამგრძელებლადაც მხოლოდ ბიჭებს მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებსაც იგივე გვარი გვქონდა. ასე იმიტომ თვლიდნენ, რომ ბიჭის შვილებს ისევ ის გვარი ექნებოდათ, გოგოებისას კი არა.

ყველა ოჯახს უნდა ყოლოდა გვარის გამგრძელებელი, ანუ ბიჭი.
ამითაც ვხდებოდით, რომ ბიჭები უფრო მნიშვნელოვანები იყვნენ, ვიდრე გოგოები. ეს ეგრეთ წოდებული წესები ნელ-ნელა გვიკარგავდა საკუთარი თავის რწმენას და თითქოს ვეგუებოდით იმ უსამართლობას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებოდით თანასწორები ჩვენი გოგოობის გამო.

რამდენჯერმე ვკითხე მამას, რატომ უნდა ყოფილიყო მშობლების სახლი ბიჭის, რატომ არ ვითვლებოდი მე გვარის გამგრძელებლად. მამა კედლის კუთხეს მიაპყრობდა მზერას და ისევ იმას მპასუხობდა, - " წესია ასეთი"...

ბევრჯერ დედასთანაც ვცადე იმაზე საუბარი რაც მაწუხებდა. მე რატომ არ ვიყავი ჩემი ძმასავით მნიშვნელოვანი. თუმცა, დედას ამაზე საუბარი უჭირდა. ეხლა ვხვდები, რომ ისიც ჩემსავით უსამართლო წესების ტყვე იყო, რომელის თანახმად, არაფერი გვეკუთვნოდა, ისევ ჩვენი გოგოობის გამო.

ამ წესებმა დაიწყო ჩემი უუფლებობა ჩემი მშობლების სახლში, რაც ჩემი ოჯახის შექმნის შემდეგაც გაგრძელდა.

როდესაც დავოჯახდი, უამრავ უსამართლობას აღარც ვაპროტესტებდი, შეგუებული უთანასწორობის გამო.

ვერ ვაპროტესტებდი, როდესაც ოჯახის საქმე მხოლოდ ჩემი გასაკეთებელი იყო, რადგან დედაჩემიც ასე იყო. მას ებარა მთელი ოჯახის მოვლა. ხმას ვერ ვიღები, როდესაც ყველა ნათესავი ერთი და იმავე სიტყვას მეუბნებოდა "ბიჭი გინდა, ბიჭი"... ვეგუებოდი, როდესაც მესმოდა, რომ ოჯახში კაცის სიტყვა იყო კანონი. ვეგუებოდი უამრავ უსამართლობას, რადგან აქაც ისეთივე წესები იყო, როგორც ჩემი მშობლების სახლში.

ბევრჯერ მდომებია სახლში დაბრუნება, მაგრამ ვხდებოდი, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე დღე შემეძლო სტუმრად დარჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ჩანერგილმა უთანასწორობამ მე და ჩემს გარშემო ბევრი გოგო ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი გაგვხადა, მაინც ვიპოვი ჩემს თავში ძალას ამ უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მე რომ გოგო მეყოლება გავბედავ და ვეტყვი, რომ ეს უსამართლო ადათ-წესები ქალების დასაჩაგრად არის მოგონილი. მე ვასწავლი ჩემს გოგოს სხვა წესებს, თქვენგან განსხვავებულს. არცერთ უთანასწორო ქცევას არ გავამართლებ ამ ეგრეთ წოდებული წესებით.

არ შევეგუები ჩემი გოგოს დაჩაგვრას იმიტომ რომ ასე გავიზარდე. არ დავაჯერებ, რომ ქალების უთანასწორობა და უუფლებობა მიღებული ნორმებია.
მე დავიცავ ჩემს გოგოს თქვენგან ნასწავლი წესებისგან.
გავბედავ და შენ არ დაგემსგავსები მამა"...

ბლოგის ავტორი: თამარ გაბოძე
ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს
განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს,
მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო
ადგილას.
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს, მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას.
13:18 / 07.09.2017
რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ ნაწერებს ვათვალიერებდი. აი ისეთებს, თინეიჯერობის დროს თითქმის ყველა რომ წერს, მაგრამ ძირითადად მზის სინათლეს ვერ ნახულობს.
22:36 / 19.10.2015
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის
ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე
შვილი.
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე შვილი.
18:45 / 08.08.2015
მაია ყალაბეგაშვილი

გაზეთ
მაია ყალაბეგაშვილი გაზეთ "სპექტრის" სარედაქციო ჯგუფის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ჯანი, ულევი სიხარული, სიყვარული და ბარაქა გისურვოთ.
13:45 / 21.01.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 16 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 16 °C
img
თელავი 6 / 16 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.