საზოგადოება
პანკისის სოციალური საწარმოები დახურვის მოლოდინში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", "ღიმილი არ მოგაკლდეთ," "პანკისი საქართველოა." პანკისის ხეობის, სოფელ დუმასტურში მდებარე საკვირაო სკოლა-"მაცნე 2015" სტუმრებს ამ სლოგანებით ხვდება. ბავშვური გულუბრყვილობითა და სილაღით სავსე ფერად-ფერადი ნახატები ოთახის კედლებზე, სათამაშოები, ბრჭყვიალა ქაღალდებით ხელნაკეთი ბაფთები, ასაწყობი კონსტრუქციები, შენც ბავშვობაში გაბრუნებს და გინდა უკეთ გაიგო მათი სამყაროს შესახებ... მარდია, მართა, მარიამი, მუსლიმი, მუხმანი,-ეს ბავშვები საკვირაო სკოლის ბენეფიციარები არიან. კვირაში ორ დღეს, სწორედ ამ ცენტრში ატარებენ. სწავლობენ ხატვას, ძერწვას, ჭადრაკს, დამკს. ისმენენ სხვადასხვა შემეცნებით ისტორიას, ეცნობიან ქართულენოვან ენციკლოპედიებს და სწავლობენ ყველაზე მთავარს-ერთმანეთთან ურთიერთობას. - "აქ ძალიან ბევრს ვხალისობთ, ვთამაშობთ. ვხატავთ, ვძერწავთ. მე ყველაზე მეტად წრეში ბურთის თამაში მიყვარს."-გვიყვება მარიამი. მუსლიმი და მუხმანიც თანხმდებიან, რომ საკვირაო სკოლაში ბევრი ახალი და საინტერესო მოთხრობა ისწავლეს, ქართული მხატვრული ფილმები ნახეს, მეგობრები შეიძინეს და მოუთმენლად ელიან ხოლმე დღეს, როდის მოვლენ ცენტრში. საკვირაო სკოლამ-"მაცნე 2015," სტარტი "სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საგრანტო კონკურში მონაწილეობის შემდეგ, 2015 წლის პირველ იანვარს აიღო. ორგანიზაცია, სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახების ბავშვებზეა გათვლილი. პროექტს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB-საქართველო ) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. "მაცნე 2015"-ის დამფუძნებელი გულნაზ გუნასაშვილი მათ სოფელში ცენტრის არსებობის აუცილებლობაზე გვესაუბრა: "სოფელში ფაქტობრივად სხვა არაფერია. არც საჯარო სკოლა გვაქვს, არც სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. ახალგაზრდები ყოველგავრ სიახლეს, განვითარებას, თუ გართობას მოკლებულები არიან. ამიტომ გადავწყვიტეთ ცენტრის დაარსება. თავიდან, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, გარკვეული სირთულეები იყო. ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირდათ. სათამაშოებს ვერ იყოფდნენ. ერთმანეთის დაჩაგვრა უნდოდათ. დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს. ძალიან მეგობრული და თბილი გარემოა." თუმცა არსებობს უფრო მასშტაბური და მტკივნეული პრობლემა. დეკემბრის მიწურულს პროექტი დასრულდება. საგრანტო თანხა ამოიწურება და ნახატები-ზღვის და ტყის ბინადრებით, მინდვრებით, მდელოებით, ყვავილებით,- გაუფერულდება. იმიტომ, რომ სკოლა ვეღარ შეძლებს პატარებს უყიდოს ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაშეები, სახატავი რვეულები და ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გრძელია. პანკისის ხეობაში, დუმასტურის საკვირაო სკოლა მხოლოდ ერთი ცენტრი არაა, სადაც სტუმარი ადამიანური ზრუნვის დემონსტრირებას ხედავს. სოფელი დუისი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი "მედინა-2015". ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის განცდა, რომელიც ამ ადამიანებთან ურთიერთობისას გეუფლება. მზად არიან მოგიძღვნან ბევრი სიკეთე, ხალისი, ბედნიერება. თითოეული მათგანი თავისებურად ცდილობს საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას. მღერიან, ცეკვავენ, ამბობენ ლექსს-ქვეყანაზე, რომელიც საქართველოა და რომელიც მათთვის პანკისის ხეობიდან იწყება. აპლოდისმენტები კი ბედნიერების შეგრძნებას უორმაგებთ. ბედნიერების, რომელიც მათთვის ასე მარტივად აღსაქმელია და სულაც არ ითხოვენ არაფერს განსაკუთრებულს, გარდა ადამაინური თანადგომისა. "მედინას" ბენეფიციარები ცენტრში სწავლობენ-კითხვას, წერას, თექაზე მუშაობას. შემდეგ მათი ხელნაკეთი ნივთები გასაყიდადაც გააქვთ. შემოსული თანხა კი ისევ საწარმოს და მათ საჭიროებებს ხმარდება. ხანდაზმულთა შინმოვლის ცენტრი კიდევ ერთი სოციალური საწარმოა პანკისის ხეობაში, რომელიც პროექტის ფარგლებში მუშაობს და ოცამდე მოხუცს ემსახურება. ბენეფიციარებს ორგანიზაციის თანამშრომლები კვირაში ორჯერ ბინაზე აკითხავენ. უტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს, უმზადებენ სადილს და სიცოცხლის დარჩენილ დღეებს უხანგრძლივებენ. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია-ASB, საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით 2010 წლიდან მუშაობს. კახეთი, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ უკვე მესამე რეგიონია, სადაც პროგრამა ხორციელდება. - "ჩვენი მიზანია, მივიდეთ რეგიონებში ყველაზე მოწყვლად კატეგორიებთან და შევთავაზოთ ის აქტუალური სერვისი, რომელიც ესაჭიროებათ, თუმცა სახელმწიფო ვერ სთავაზობთ. პანკისის ხეობაში ჯამში 60-მდე ბენეფიციარს ვემსახურებით და ადგილობრივი თემიდან 20-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიზანია, ეს სერვისები შემდგომში სახელმწიფომ გადაიბაროს ანუ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობა მოვახდინოთ"-ამბობს ASB საქართველოს პროექტის კოორდინატორი გიორგი არსენიძე. მისივე თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია გააგრძელებენ თუ არა საწარმოები მუშაობას. რადგან ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან, გადაიბაროს ეს ცენტრები მზაობა არ ჩანს. "ვმუშაობთ, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან გამოვნახოთ საერთო ენა და შევძლოთ იმ თანხის მოძიება, რაც ამ სამი ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო." აღნიშნულ საწარმოებს გრანტის სახით 9 000 ევროს ექვივალენტი გადაეცათ ლარებში. თითოეული ორგანიზაციის ხარჯი კი თვის განმავლობაში 2000 ლარამდე მერყეობს. შენიშვნა: მსოფლიოში ტერმინი სოციალური მეწარმეობა სათავეს 70-იანი წლებიდან იღებს, ხოლო მისი განსაკუთრებით დინამიური განვითარება 90-იანი წლებიდან დაიწყო. - "სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანი სოციალური ხასიათისაა, ხოლო თემში ან ბიზნესში მოგების რეინვესტირება ხდება დასახული სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისთვის."-დიდი ბრიტანეთი, ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტი. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ დროისთვის საქართველოში, სოციალურ მეწარმეობას კანონმდებლობა არ არეგულირებს. საწარმოებს კონკრეტული იურიდიული სტატუსი არ აქვთ. ორგანიზაციები არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების სტატუსით არიან დარეგისტრირებულნი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.