საზოგადოება
„გაკეთებული“ ღვინის გაყიდვა კანონით ისჯება
მთავრობის დადგენილებით, ღვინის ქარხნებიდან ჭაჭა (დაწურული ყურძნის ნარჩენი) ფიზიკურ პირებზე, წელსაც არ გაიცემა, რათა არ დამზადდეს ფალსიფიცირებული პროდუქტი. ამასთან სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინიციატივით, 2015 წლის იანვრიდან ღვინოზე კონტროლი გამკაცრდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ღვინის კომპანიებს მისცეს რეკომენდაცია - არ გასცენ ნარჩენები ფიზიკურ პირებზე, მეორადი ე.წ. ღვინის დამზადების რისკის თავიდან აცილებაა: „სამწუხაროდ, ოჯახებში ფალსიფიცირებული ღვინის დამზადების გავრცელებული პრაქტიკაა. ნარჩენების არგაცემა არ იყო კატეგორიული მოთხოვნა, თუმცა დარგი ერთსულოვანია ამ მიმართულებით. ეს ჭაჭა შეიძლება სხვა მიზნით გამოვიყენოთ, მაგალითად სასუქად, რადგან თუ მოხვდება ფიზიკური პირების ხელში, დიდი შანსია, რომ ცოტ-ცოტა, მაგრამ ჯამში საკმაოდ ბევრი ფალსიფიცირებული ღვინო დამზადდეს. შარშანდელმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჭაჭის ფიზიკურ პირებზე არგადაცემა საკმაოდ წარმატებული იყო“. მისივე თქმით, ფალისიფიცირებული ღვინის გაყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ დასჯას, მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც. „თუ ვინმემ ფალსიფიცირებული ღვინო გაიტანა ბაზარზე, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს სასჯელის ფორმას. ფალისიფიკაცია მოხდება ოჯახურ მარანში თუ „დიდ მარანში“ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“. რაც შეეხება ნარჩენების გასხვისების აღრიცხვას, სამანიშვილი ამბობს, რომ ყველა მწარმოებელი ამას თავად აკეთებს: „ქარხნებს აქვთ თავის ბუღალტერია და თუ გაყიდის იურიდიულ პირებზე, ეს აღრიცხული იქნება ზედნადებით და ა.შ. ეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში თავსდება. ასე რომ, ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას საგადასახადო იქნება ეს თუ სხვა, შეუძლია ნახოს რა რაოდენობის ჭაჭა გაიცა“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიან შემოწმებას რამდენიმე წელია ახოეციელებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის, მცენარეული წარმოშობის სურსათისა და სასმელი წყლის სამმართველოს უფროსი მარიამ გორდაძე, speqtri.ge-სთან განმარტავს, მთავრობის ნომერ მესამე დადგენილების თანახმად, უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში იკვლევს ღვინის ნიმუშებს და ამოწმებს ყველა მაჩვენებელზე: „ჩვენ განსაზღვრული გვაქვს გამოვავლინოთ წარმოების წესის დარღვევით დამზადებული ღვინო. თუ ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, არსებობს დარღვევის სხვადასხვა სახე: ლაბორატორიული კვლევის შედეგად ფალისფიკაციაზე თუ აშკარა ეჭვი გაგვიჩნდება, მაგალითად მასში აღმოჩნდა საღებავი, საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადავცემთ; თუ ნიმუში გვაჩვენებს, რომ მასში მომატებულია აქროლვადი მჟავები, რომელიც შეიძლება შენახვის პირობების დარღვევით იყოს გამოწვეული, ამ შემთხვევაში საქმე უწყებას არ გადაეცემა, თუმცა გამყიდველს ადგილზე ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია, რომელზეც შემდგომ სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს; პარალელურად ისეთ ნიმუშებში, რომელშიც არის წარმოების სხვა წესების დარღვევა, ანუ თუ ნიმუშში მეტალები და პესტიციდები აღმოჩნდა, ის მავნებელია და განადგურდება“. speqtri.ge დაინტერესდა ჭაჭაზე შაქრის დაყრა და ამ გზით დამზადებული ღვინო ჩაითვლება თუ არა ფალსიფიკაციად. მარიამ გორდაძე აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში პროდუქტი მოწმდება უშაქრო ექსტრაქტზე: „თუ დაბალია უშაქრო ექსტრატი, ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს ღვინო ფალსიფიცირებული, თუმცა მთავრობის დადგენილების მიხედვით ჩვენ ამ სტატუსით არ გადავცემთ საქმეს საგამოძიებო სამსახურს, ანუ სახელს „ფალსიფიცირებული“ ჩვენ არ ვანიჭებთ, რადგან მერე კიდევ ხდება დეტალური კვლევა.“ ამასთან გორდაძის თქმით, უკვე წლებია კახურ ღვინოებში დარღვევები არ აღმოჩენილა: „უფრო დასავლეთ საქართველოში გვაქვს ხოლმე ეჭვი ფალსიფიკაციაზე“. აღსანიშნავია, რომ კახეთში ღვინო სახლიდან იყიდება, რომელიც შესაძლოა იყოს ფალსიფიცირებული, თუმცა მასზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება. „მხოლოდ ბიზნესოპერატორი კონტროლდება. ანუ ის პირი, ვინც ღვინის რეალიზაციას ეწევა, უნდა იყოს დარეგისტრირებული. ფიზიკურ პირზე სახელმწიფო კონტროლს ვერ ახორციელებს, რადგან ეს იგივეა, რაც გარევაჭრობა“, - ამბობს გორდაძე. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აქტიურად მიმდინარეობს ჩამოსასხმელი ღვინის, როგორც ფალსიფიკაციის მაღალი რისკის სასმელის კვლევა რესტორნებში, მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებში. უწყების ინფორმაციით, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში აღებულია 343 ნიმუში. 17-მდე საეჭვო შემთხვევა მოკვლევისთვის შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს გადაეცა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.