ლაგოდეხში, მდინარე ლაგოდეხის ხევზე არსებული ხიდიდან მაღალი გამავლობის მანქანა, ე.წ "ტრაილერი" ხევში გადავარდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
speqtri.ge-ს წყაროს ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა მძღოლს მცირე დაზიანება აღენიშნება. ავტომანქანა საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიდიოდა, რომელიც სხვადასხვა სახის საქონლით იყო დატვირთული.
speqtri.ge მომხდარის შესახებ სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები