შსს - გურჯაანში, სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ავარია არ დასტურდება
23 ოქტომბერს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქ გურჯაანში, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, შსს-ს პრესსამსახურიდან შეგვატყობინეს, რომ შემთხვევა არ დასტურდება.
არა და შემთხვევის ადგილას შეჯახების კვალი აშკარა იყო, ასფალტზე ავტომობილის მინის ნამსხვრევები ეყარა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ვერცხლისფერი BMW-ს მარკის ავტომობილი და შავი ფერის "გოლფ-3" მარკის ავტომობილი დაახლოებით 17:40 წუთზე შეჯახა ერთმანეთს: „BMW-ს მარკის მანაქანა ხელით გააგორრეს აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისკენ, გოლფი კი, თავისით წავიდა. BMW-ში ერთი ქალი, 2 მცირე წლოვანი ბავშვი და ერთი კაცი(მძღოლი) იჯდა", - ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა.
მასალის გამოყენების პირობები