ყვარლის საკრებულოს დეპუტატებმა გამგებელ დავით ქევხიშვილის გადაყენება ვერ შეძლეს.
იმპიჩმენტის საკითხის დასმის შემდეგ სესიაზე "ქართული ოცნების"
მხარდამჭერები შეიჭრნენ და სხდომა ჩაშალეს.
გამგეობის პრესამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ხუციშვილის თქმით, დავით ქევხიშვილს ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების დავალებით ებრძვიან.
- "გუშინ სხდომაზე გამოტანილი ჰქონდთ ბიუჯეტის წლის შემაჯამებელი საკითხის განხილვა, დღის წესრიგი პირადად მე გამოვითხოვე. აღმოჩნდა რომ სხვა საკითხი შემოაჩეჩეს ადამიანებს. რის შემდეგაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შევიდნენ სხდომათა დარბაზში და უკანონო ქმედების აღკვეთა მოითხოვეს. ჩაიშალა საკრებულოს სხდომა. ამ ყველაფრის უკან, რაც ყვარელში ხდება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი და უშიშროების სამმართველოს უფროსი ალექსი ფერიაშვილი დგანან. ეს ადამიანები წარმოშობით ყვარლიდან არიან. მათ სურთ ყვარელში პოლიტიკური სიტუაცია გააკონტროლონ. აქედან გამომდინარე, ცდილობენ "ქართული ოცნების" ღირსეული წარმომადგენლები ჩამოაცილონ კოალიციას. ამ ეტაპზე აქცენტი დავით ქევხიშვილზეა გადატანილი, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. დავით ქევხიშვილის ჩამოცილების შემდეგ, უნდათ რომ თავიაანთი კანდიდატები მოიყვანონ, ზონდერბრიგადების წევრბი, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდნენ რიგით ადამიანებს, პედაგოგებს. ადგილზე ზედელაშვილის ძირითადი დასაყრდენი ძალაა ძმები ბუჯიაშვილები, (ერთ-ერთი ძმა საკრებულოს წევრია) ქეთევან ჭიპაშვილი. დღეს ამ ადამიანების ინტერესების და ამბიციების დაკმაყოფილების გამო ხდება ეს ყველაფერი."
ნინო ხუციშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გამგეობის სამივე სართულზე პოლიციაა მობილიზბული და თანამშრომლებს არ უშვებენ. დაკავებული ჰქონდათ გამგებლის კაბინეტიც, დავით ქევხიშვილმა სამუშაო ოთახში შესვლა ცოტა ხნის წინ მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები