თვითმმართველობა
როგორ აფასებს გამგებლობის კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის ხელმძღვანელობას?
ქართულ პოლიტიკაში ერთი წლის წინ გამოჩნდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის ფლანგზე იბრძოდა. ბიზნესმენი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი აპირებს ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მოსინჯოს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურაზე კონკურენტს ვერ ხედავს და გამარჯვებისთვის ემზადება. იქამდე კი, სანამ 15 ივნისის (თვითმმართველობის არჩევნების თარიღი) შედეგი გაირკვევა, "ბლიცის" კითხვებს პასუხობს. - ბატონო ვალერ, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აპირებთ, თვითმმართველობის არჩევნებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე იყაროთ კენჭი. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს? - ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. მოგეხსენებათ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვარ. პარალელურ რეჟიმში გადავწყვიტე, გურჯაანის გამგებლის კანდიდატურაზე კენჭი ვიყარო. - რატომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში? - იმიტომ, რომ დავიბადე, გავიზარდე და სკოლა დავამთავრე გურჯაანში. გურჯაანი ჩემი ქალაქია. -თუ არის თქვენთვის ცნობილი რა კონკრეტული პრობლემები აქვს რაიონის მოსახლეობას? -ზოგადად ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ადამიანები ნორმალურად ცხოვრებას ვერ ახერხებენ. კონკრეტულად გურჯაანი არის რაიონი, სადაც ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა, არც კეთდება და არც აპირებენ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ გურჯაანში ვიყარო კენჭი და ჩემი გამგებლობის შემთხვევაში ეს პრობლემები ძირეულად აღმოვფხვრა. -პირველ რიგში გადასაწყვეტი პრობლემა რომელია, კონკრეტულად რომ გვითხრათ? -საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბევრ ადამიანთან მოგვიწია შეხვედრა. მათ შორის გურჯაანშიც. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ექიმთან მივიდნენ, არ აქვთ საშუალება რომ ბავშვი სკოლაში გაუშვან. იმიტომ, რომ ბავშვისთვის ფეხსაცმელს ვერ ყიდულობენ. არის ოჯახები, რომლებსაც ხორციანი საჭმელი ენატრებათ. ეს ხალხი ყოველგვარ სულიერ საზრდოსაც მოკლებულია. -თქვენ როდის ჩაერთეთ ქართულ პოლიტიკაში? -2013 წლის აგვისტოდან, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. - იქამდე როგორი იყო თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია? - აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი. კომპანიები მაქვს, რომელიც ჰოლდინგს წარმოადგენს. ეს არის ბიზნესი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში. - ბატონო ვალერ, როგორ აფასებთ თქვენს შანსებს და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ 50%-ანი ბარიერის გადალახვას? - მე მოვდივარ მოგებისთვის. სხვა არანაირი პირობა არ გამაჩნია. როდესაც ეს გადავწყიტე, კარგად გავიაზრე, რა ნაბიჯს ვდგამდი. აუცილებლად უნდა მოვიგო. - თუ გაქვთ კულუარული ინფორმაცია ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები? - კულუარული ინფორმაცია არ მაქვს და არც მაინტერესებს ვინ იქნებიან. - ვინ წარმოგიდგენიათ თქვენს მთავარ კონკურენტად? - მე ვერ ვხედავ ვერავის ჩემს კონკურენტად. - რატომ გადაწყვიტეთ, რომ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" რიგებში ყოფილიყავით და არა ვთქვათ, კოალიციაში, ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში? - ის პრინციპები, რომელიც ქალბატონ ნინოს გააჩნდა და გააჩნია, აბსოლუტურად მისაღები იყო და ემთხვეოდა ჩემს პრინციპებს. - კონკრეტულად რომ გამოყოთ რამდენიმე პრინციპი, რამაც გაგაერთიანათ? - მთავარი ეს არის სამართლიანობის აღდგენა ყველგან და ყველასთვის. უამრავი ფაქტი ვიცი გურჯაანელებთან მიმართებაშიც, რომ სამართლიანობის აღდგენის არც ერთი ეტაპი არ განხორციელებულა. ეს არის ჩემი ძირითადი მიზანი, რომ საქართველოში აღდგეს და იყოს სამართლიანობა. - ამავე სლოგანით აპირებთ ბრძოლას თუ გექნებათ კიდევ სხვა დევიზი, როგორც გამგებლობის კანდიდატს? - როდესაც რაიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია გვექნება, კონკრეტული ხედვა და გეგმებსაც მაშინ წარმოვადგენთ. - მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, გვახსოვს თქვენს მიერ გამართული პრესკონფერენციები, სადაც თქვენს ბიზნესზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ რეკეტზე საუბრობდით. რატომ თანხმდებოდით, რომ მათი მითითებები შეგესრულებინათ და თუ დაინტერესდა ახალი ხელისუფლება თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებებით? - დღევანდელმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ყველაფერი დაივიწყა. ყველა მოქალაქის პრესკონფერენცია, ყველა მოქალაქის საჩივარი. არანაირი ძიება არ არის კონკრეტულად ჩემს საქმესთან დაკავშირებით. უამრავი ფაქტი წარვადგინე პროკურატურაში, შსს-შიც. გრემის კულტურის სახლი, რომელიც 7 000 ლარად იყო შეფასებული, 700 000 ლარად შევიძინე. ამით არავინ დაინტერესებულა. იმ ადამიანს (ბექა ბასილაია), რომელიც სმს-ს აგზავნიდა და ზეწოლას ახდენდა ჩემზე, დღეს ადვოკატის მანტია აქვს მორგებული, ჩოჩელის ადვოკატია. საერთო ჯამში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მომაყენა. 2010 წელს რუსთავი-2-ში საეთერო დრო შევისყიდე. ხელშეკრულება რომ მოვიკითხე, თუ ვისი დრო მქონდა ნაყიდი, აღმოჩნდა, ვინმე ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. - რატომ თანხმდებოდით ყოფილი ხელისუფლების ამ მოთხოვნებს? - როდესაც 12 საათი პროკურორის ოთახში ზიხარ და უყურებ ციხის კადრებს (მე ის კადრები და კიდევ უარესი უფრო ადრე მქონდა ნანახი), როდესაც ეს ადამიანები მიკონკრეტებდნენ ჩემი ოჯახის წევრების ვინაობას, შვილების გადაადგილების გრაფიკს, როდესაც შენს უკან ოჯახია, რა თქმა უნდა, უფრთხილდები. ეს მხოლოდ ჩემს თავს რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ რაზე უნდა გაეკეთებინათ დარტყმა. ნოდარ ხადურმა, არჩილ კბილაშვილმა განცხადეს, რომ ვალერი შოშიაშვილის თემა საზოგადოებისთვის საჯარო გახდებოდა, მაგრამ მას შემდეგ ამ თემაზე კომენტარი არავის გაუკეთებია, არც საჯაროდ და არც პირადად ჩემთან. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ არსებობს. - პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქრთველოს" და მისი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მისამართით ოპონენტების მხრიდან ხშირად ვისმენთ მოსაზრებებს პრორუსულობის შესახებ. ასევე გვახსოვს აპელირება ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თემით. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - ქალბატონი ნინო არის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეხვდეს. რუსეთს რომ არ ველაპარაკებოდით, რა ზომამდეც მიგვიყვანა იმ ვითარებამ, ფაქტია-2008 წლის ომის ამბავი ყველამ ვიცით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ქალბატონი ნინო ეს არის პროქართული და მისი პარტიის ძირითადი ორიენტაცია არის ქართული. ეს ინტერესები გადის ადამიანის კეთილდღეობაზე-არც რუსეთზე და არც ამერიკაზე. 2013 წლის მოსავლის აღების დროს გლეხებმა ხეზე დატოვეს ატამი. რეალიზაცია არ ხდებოდა და ეს პრობლემა პრობლემად დარჩა. თუმცა გვახსოვს ის პერიოდიც, როცა გურჯაანელები დატვირთავდნენ მანქანას ატმის მოსავლით და მეზობელ ქვეყანაში გაჰქონდათ. იქიდან კი ახალი მანქანებით ბრუნდებოდნენ და წლის განმავლობაში ცხოვრებას ახერხებდნენ. - თუმცაღა ახალი ხელისუფლება მუდმივად საუბრობს მიღწევებზე იგივე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. თქვენ ვერ ხედავთ წინსვლას? - მე ნამდვილად ვერ ვხედავ. მარტო მე კი არა, მე მგონი ვერავინ ვერ ხედავს. გარდა იმისა, რომ ხალხი მათხოვრად არის ქცეული და ვისაც 1,25 ჰექტარი აქვს ხვნა-თესვის ვაუჩერებს აძლევენ. ასე, ეს ადამიანები წინ ვერ წავლენ. გლეხს არ უთქვამს ხელისუფლებისთვის რომ საწვავი და სასუქი უნდა მომცეო. გლეხს უნდა, რომ იშრომოს, მოსავლის რეალიზაცია შეძლოს და მისი უფლებები იყოს დაცული. თავად იყიდოს საწვავი თუUსასუქი. -თქვენი აზრით, დღევანდელი გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას? - ჩემი აზრით, არათუ ვერ ართმევს, გაგებაში არ არის რა ხდება გამგეობაში. - იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაიმარჯვებთ არჩევნებში, მაგრამ საკრებულოში თქვენი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობით მოსვლას, როგორ აპირებთ სხვა ძალებთან თანამშრომლობას? - კონსტრუქციული თანამშრომლობა მექნება. - კონსტრუქციულ თანამშრომლობაში რას გულისხმობთ, ეს იქნება კოაბიტაცია? - კოაბიტაცია ეს არის მახინჯი ფორმა. არანაირ კოაბიტაციას არ ვაპირებ. შევძლებ ჩემი პრინციპებისა და სიმართლის გატანას. აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ მოსახლეობამ ის მიიღოს, რაც სჭირდება. თუმცა ჩვენი პარტია აუცილებლად შეძლებს, ძალიან დიდი შედეგები დადოს თვითმმართველობის არჩევნებზე. არ აქვს მნიშვნელობა `ქართული ოცნება~ იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაში, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ. - საარჩევნო მარათონში ჩასართავად პარტიას სჭირდება მატერიალური რესურსი. არ ვიცი ამ კითხვის ადრესატი პირდაპირ თქვენ ხართ თუ არა, მაგრამ შეგიძლიათ გვითხრათ საიდან ფინანსდება პარტია? - საპრეზიდენტო არჩევნების დროს მივიღეთ გარკვეული თანხა, რომელიც 10%-აინი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გვერგებოდა. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯებისთვის. ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას," მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ. დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ.Mთუმცა გეტყვით, რომ გურჯაანში დიდი ადამიანური რესურსი გამაჩნია. - ვინ არის ის გუნდი, ვინც თქვენს გვერდით დადგება და რა სტრატეგია გექნებათ? - გუნდი წარმოდგენილი იქნება მარტის დასაწყისში. ეს არის ახალგაზრდა გუნდი, რომელიც შეძლებს ზუსტად განსაზღვროს სამოქმედო პროგრამა. - თქვენი აზრით, იქნება თუ არა გაყალბების მცდელობა თვითმმართველობის არჩევნებში? - გაყალბების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობას" კარგად ჰქონდა ეს ვარიანტები დამუშავებული. "ქართულმა ოცნებამ" შეიწოვა, გაფილტრა და უკეთესებიც დაამატა. მაგრამ მინდა გითხრათ, ხმები, რომელსაც ავიღებთ, მაქსიმალურად იქნება დაცული. როდესაც 2013 წლის 24 ოქტომბერს, წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა, 10 000-მდე ადამიანი იყო მოსული, მაგალითად თელავში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ იმდენი ხმა, რა რაოდენობის ადამიანებიც იყვნენ მოსულები, რომ არ ჩავთვალოთ მათი ოჯახის წევრები. 25 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მას სჭირდება 62%. ამ 62%-ის არ მიღების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დატოვებს საქართველოს, გაებუტება ხალხს და არავის აღარ დაეხმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა და ხელმძღვანელებმა ეს მიიღეს, როგორც პირდაპირი დავალება. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საარჩევნო ყუთებთან ჩვენი ამომრჩეველი არ მისულიყო. რწმუნებულები, გამგებლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები მობილიზებულები იყვნენ, რომ ხალხს ხმა "ქართული ოცნებისთვის" მიეცა. - თქვენ აღნიშნეთ, რომ თელავში ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას 10 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. რა გაძლევდათ იმის საფუძველს გეფიქრათ, რომ ყველა ეს ამომრჩეველი თქვენი მხარდამჭერი იყო და არა უბრალოდ ინტერესისთვის მოსული მოქალაქე? - ჩვენ მხოლოდ იმის ორგანიზება გავაკეთეთ, რომ ყველას ყურამდე მისულიყო ინფორმაცია ნინო ბუჯანაძის თელავში ვიზიტის შესახებ. დანარჩენი ამ ადამიანებს არანაირი ინტერესი არ გააჩნდათ, რომ იქ მდგარიყვნენ. - მაგრამ მაშინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსწავლეებიც ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძის შეხვედრას და ამის გამო სასწავლო პროცესიც ჩაიშალა. -ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, როგორ უნდა წამომეყვანა მე სკოლებიდან ბავშვები და რანაირად უნდა დამეყენებინა იქ? ეს იყო უბრალოდ "ნაციონალებისგან" და "ქართული ოცნებისგან" მოწყობილი პროვოკაცია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები და იქ ბავშვი საერთოდ არ დგას. - ბატონო ვალერ, სად იყავით 2011 წლის 26 მაისის აქციების დროს? - ამ დროს საქართველოში არ ვიყავი. - როგორც რიგითი მოქალაქე როგორ აფასებდით მაშინ განვითარებულ მოვლენებს? _ - ეს რომ რუსეთიდან ყოფილიყო მართული, აუცილებლად სხვაგვარად დამთავრდებოდა. გაცილებით მეტი სისხლი დაიღვრებოდა, ვიდრე დაიღვარა. ეს იქნებოდა სულ სხვა პროცესი. გული მისკდებოდა იმაზე, რასაც შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი აკეთებდა. დღეს ან ხვალ ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი, როდესაც ვანო მერაბიშვილი საკადრის სასჯელს მიიღებს. - ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ გურჯაანში ეკლესიის აშენებას აპირებდით. - ვაპირებდი და ვაპირებ. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ. მინდა, ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენო ტაძარი. პროექტი შეჩერდა, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბრუნავი თანხა წამართვა. - მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ეკლესია წმინდა ქეთევანის სახელობის იქნება. - დიახ, წმინდა ქეთევანის, რადგან ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელია. - დედათქვენსაც ქეთევანი ჰქვია, ხომ? - დედასაც, მეუღლესაც და რა თქმა უნდა, ჩემს ქალიშვილსაც, რომელიც 26 სექტემბერს დაიბადა. მე კარგად მაქვს გააზრებული ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ეს იქნება წმინდა ქეთევანის და არა დედაჩემის სახელობის ეკლესია. - რამდენიმე სიტყვით რომ უთხრათ მკითხველს თქვენი ბიოგრაფიის შესახებაც. - დავიბადე 1982 წლის ცხრა მარტს, ვცხოვრობდი ქალაქ გურჯაანში, დავამთავრე #1 საშუალო სკოლა. მყავს მშობლები-ნუგზარ შოშიაშვილი და ქეთევან შოშიაშვილი, მეუღლე-ქეთევან ბუიშვილი და სამი შვილი: ნუგზარი, ქეთევანი და ნინი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტი ვარ. - და ბოლოს, ტრადიციული კითხვა: "სპექტრს" თუ კითხულობთ და როგორი გაზეთია, რას ფიქრობთ? - ძალიან ხშირად ვეცნობი ინტერნეტის საშუალებით. წარმატებული გაზეთია და კიდევ უფრო დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.