თვითმმართველობა
იოსებ ბერიკაშვილი: -კარგი ადგილი იყო იუსტიციის სახლის წინ, მაგრამ "ნაციონალებმა" დაგვასწრეს
წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაშია შესული. საპრეზიდენტო კანდიდატების შტაბებშიც აქტიურად მუშაობენ და ყველგან აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი უცილობლად გაიმარჯვებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ე.წ. პრივილეგირებული ოფისი კვლავ მმართველი ძალის ხელშია. საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, გურჯაანში ძირითადად სამი პოლიტიკური ძალა აქტიურობს. "ხმა მიეცი სამართლიანობის აღდგენას"-ამ სლოგანით "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს ხალხს. "ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე. "ერთად განვაგრ|ოთ წინსვლა"-მოგვმართავს კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. შთამბეჭდავი სლოგანების ფონზე პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა იწევს. "სპექტრის" ობიექტივში ამჯერად საარჩევნო შტაბების ადგილ-მდებარეობა მოხვდა. 27 ოქტომბრის შედეგებამდე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბმა ბინა რუსთაველის ქუჩა #15-ში დაიდო. შეგახსენებთ, რომ ეს ის კერძო საკუთრებაა, რომელსაც გასულ წლებში საარჩევნო შტაბად პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქირაობდა. (მის პირდაპირ, რუსთაველის 18-ში კი #12 საარჩევნო ოლქია განთავსებული, ავტ.). როგორც "სპექტრთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის," გურჯაანის რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა სიბაშვილმა განაცხადა, მათ მისამართი საკუთარი სურვილის საფუძველზე გამოიცვალეს, რადგან ახალი ფართი პარტიის საკუთრებაა და ქირის გადახდა აღარ მოუწევთ. -"თავისუფლების ქუჩა, #24 არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება. ამჟამად პარტია და შესაბამისად, შტაბი თავის საკუთრებაშია განთავსებული. ის შენობა, სადაც შტაბი გასულ წლებში იყო, კერძო პირისგან გვქონდა ნაქირავები. ეხლა კი, როცა გაგვაჩნია ფართი, ქირა რატომ უნდა გადავიხადოთ? მინდა განვაცხადო, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია,"-გვითხრა მან. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი, ამჟამად საკრებულოს დეპუტატი ზაქარია იაგანაშვილი იყო. მმართველი პარტიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა და ფართის ამ გზით დათმობა მანაც გამორიცხა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არის აღნიშნული ფართი მიმზიდველი მმართველი პარტიებისთვის წინასაარჩენოდ? -ზაქარია იაგანაშვილმა განმარტა: -"გასულ წელს არჩევნებამდე, ზემდგომმა შტაბმა გვთხოვა, რომ ადგილი მონახეთო. იმის გამო, რომ მაშინ ჩვენი პარტიის ფართი პატარა იყო და შტაბს დიდი სივრცე სჭირდებოდა, მოვიძიეთ და აღმოჩნდა ცენტრში. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" ახალ ოფისშია გადასული, ანუ დაქირავების საჭიროება აღარ გვქონდა." აქვს თუ არა ფართის შერჩევის დროს ხიბლი იმ ფაქტს, რომ მის მოპირდაპირედ საოლქო საარჩევნო კომისაა განთავსებული, ზაქარია იაგანაშვილმა გვიპასუხა: -"მანდ ჩვენ წინა წლებშიც გვქონდა შტაბი. ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც საოლქო არ იყო მაგ მისამართზე." კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული შტაბის ხელმძღვანელი იოსებ ბერიკაშვილი აცხადებს, რომ წინაარჩევნოდ ოფისი, სადაც პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" მდებარეობდა, საერთო ბინაში იყო განთავსებული და მეზობლებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. ოფისის გამოცვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა. -"ის, რომ გასულ წლებში ამ ოფისში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არაფერს ნიშნავს. ხომ არ შეიძლება ფართის მიხედვით ვიფიქროთ ადამიანების პოლიტიკურ მრწამსზე, პოლიტიკურ ორიენტაციაზე? ეს შენობა "ნაციონალებს" ნაქირავები ჰქონდათ და მათი კერძო საკუთრება არ იყო. სხვათაშორის, მგონი აქ მერე კაფე-ბარიც გაიხსნა. უბრალოდ, სხვაგან ვერ ვნახეთ ოფისი. უფლება არ გვაქვს, რომ სახელმწიფო შენობები დავიკავოთ. კარგი ადგილი იყო იუსტიციის სახლის წინ, მაგრამ `ნაციონალებმა~ დაგვასწრეს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი შტაბის ადგილმდებარეობა უკეთესია, რადგან მუდმივ ურთიერთობაში ვართ საოლქოსთან და სირბილი აღარ გვჭირდება,"-გვითხრა იოსებ ბერიკაშვილმა. shtabi2 მმართველი პარტიის მიერ რუსთაველის #15-ის მიმართ გაჩენილი სიმპათიები გარკვეულ ასოციაციებს უჩენს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" აღმასრულებელ მდივანს გია ხელაშვილს. -"კოალიციის ადგილზე არ ავირჩევდი მაგ ადგილს. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა აქვს. ასოციაციებს აღმიძრავს. ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საკმაოდ სოლიდური ნაწილი აბსოლუტურად ანალოგიურია იმ ძალის, რომელიც ვითომ წავიდა. ისე მშვენიერ უნისონში იმყოფებიან ერთმანეთთან ცალკეული გამონაკლისების გარდა. ეს თითქმის ყველგან ესეა. მიდრეკილებაც, რომ მაინცდამაინც `ნაციონალური მოძრაობის~ ოფისში გადასულიყვნენ, ალბათ, იმის მცდელობაა, რომ ყველას აჩვენონ მათ ადგილს ვიკავებეთო. ფსიქოლოგიურ მომენტს ქმნიან საზოგადოებაში, რომ აი, ისიც მათ ხელშია, ესეც მათ ხელშია და მოდი არჩევანი გავაკეთოთ მათზე, მაინც არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, მტკიცებით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცის უნიათო მცდელობაა."-გვითხრა გია ხელაშვილმა. თითოეულ საარჩევნო შტაბში სტუმრობისას "სპექტრთან" საუბარში აცხადებდნენ, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუმცა ვინ ჩაიბარებს პრეზიდენტის სავარძელს მომდევნო ოთხი წლით, ვის გამოუცხადებს საზოგადოების უმრავლესობა ნდობას, ამას 27 ოქტომბრის არჩევნები გვიჩვენებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.