თვითმმართველობა
ნინო ბურჯანაძე კოალიციისა და "ნაციონალების" კოაბიტაციასა და "ჩახუტებაზე"
გასულ კვირას, გურჯაანელ ამომრჩეველს "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე შეხვდა და რაიონული საარჩევნო შტაბის გახსნასაც დაესწრო. მან მოსახლეობასთან საუბრისას ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ პირველ ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" მოსახლეობამ მხარი სამართლიანობის აღსადგენად დაუჭირა, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება ქვეყანას არ ეტყობა. -"მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს მთელი საქართველო ფეხზე დავდექით, რათა უსამართლობისთვის გვეთქვა უარი, ჯერჯერობით ადამიანებმა სამართალი ვერ იპოვეს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენი ოჯახებიც დარტყმის ქვეშ დავაყენეთ. ყველას გვეგონა, რომ "ქართული ოცნება" შეძლებდა ქყვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კუთხით გარდატეხა შეეტანა," _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, არც მას და არც მის მომხრეებს კოალიციისთვის მხარი იმიტომ არ დაუჭერიათ, რომ დანაშაულებრივ რეჟიმს "ჩახუტებოდნენ." "დემოკრატიული მოძრაობა," "სახალხო კრება" გვერდში ედგა "ქართულ ოცნებას," არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ. ვთქვით, ოღონდ შეიცვალოს "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილის ეს ტირანია, არ გვინდა არც საპარლამენტო ადგილები და არც სხვა არაფერი. დავუდგებით გვერდში "ქართულ ოცნებას," ოღონდ შეასრულოს პირობა, რომ "კოაბიტაცია" არ იქნება, არ მოხდება შეთანხმება დანაშაულებრივ რეჟიმთან. დღეს, ნაცვლად ამისა, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული წარმომადგენლები მშვენივრად არიან ჩახუტებულები "ნაციონალებთან." ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე მინისტრების გაზრდილ ხელფასებზეც ისაუბრა. -"არ შეიძლება, პენსიონერებისთვის პენსიის ათობით ლარით მომატებაზე ვსაუბრობდეთ, მინისტრების ხელფასები კი 15, 20 000 და კიდევ დამატებით 20 000 პრემიები იყოს. კითხეთ ერთი მარგველაშვილს: შენ და შენმა მინისტრებმა რატომ მოიმატეთ ხელფასები-თქო?~ ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ყურძენზე სუბსიდირების პროგრამაც წინასაარჩევნო გათვლაა და არა გლეხზე ზრუნვის მაგალითი. ამის არგუმენტად მან წელს ატმის რეალიზებაზე გააკეთა აქცენტი. -"მიხარია, რომ გამოაცხადეს კახეთში ყურძნის ფასი სტაბილურად ლარი და ლარნახევარი იქნებაო, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეს ნამდვილად საპრეზიდენტო არჩევნების ფასია. ვიცი, ვენახის მოვლას განსაკუთრებული შრომა სჭირდება, მაგრამ ატამი ვისაც ჰქონდა და დაულპა, იმათი შრომა, შრომა არ იყო? მაშინ ეს არავის გახსენებია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო კარს მომდგარი." "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სტაბილური ვითარება შეიქმნება და გლეხი მუდმივად ხელისუფლების მოწყალების შემყურე აღარ იქნება. -"პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ქყვეყნის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრა და მოგვარება. უნდა შექმნას ისეთი ვითარება, არ შეგვეშინდეს, რომ მეზობელთან გვექნება ომი. საჭიროა, ადამიანებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ და რუსეთის ბაზარი გაიხსნას. გპირდებით, რომ მე ამას გავაკეთებ." გარდა შიდა პოლიტიკური საკითხებისა, მან საგარეო ურთიერთობებზეც ისაუბრა. -"რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება არ მოხდება სხვა მეზობელი და მეგობარი ქვეყნების ურთიერთობის ხარჯზე. თუ, რა თქმა უნდა, თავს არ მოვიტყუებთ იმით, რომ მოდით რუსებს ნუ დაველაპარაკებით და ნატოში მიგვიღებენო. ხვალ არავინ არ მიგვიღებს ნატოში და თუ ასე მოხდა, შეიძლება საუბარი იყოს ტერიტორიების დათმობის ფასად მიღებაზე. არ მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არ მინდა აფხაზეთი და ოსეთიო." კიდევ ერთი თემა, რაზეც ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაა. ის წიგნების ყველა მოსწავლისთვის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უწოდებს. მისი თქმით, ამის საჭიროება ყველა ოჯახს არ აქვს. მოქალაქეებმა ბურჯანაძისგან პასუხი საპენსიო ასაკის დაწევაზე, სოციალური დახმარების პროგრამასა და პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც მიიღეს. ის მოქალაქეებს საპენსიო ასაკის დაწევას დაპირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება და ამის უმოკლეს დროში გადაჭრა შეუძლებელია. მან ასევე განაცხადა, რომ სოციალური დახმარების სქემა გადასახედია. ნინო ბურჯანაძეს დახმარება ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ბებიამ და ოჯახის წევრებმაც სთხოვეს.Uმას კონკრეტული დაპირება არ მიუცია, თუმცა განმარტა, რომ გამოძიებისთვის ერთი წელი საკმარისი დრო იყო. გურჯაანში, საარჩევნო შტაბის გახსნას ნინო ბურჯანაძესთან ერთად მსახიობი გია ბურჯანაძე და პარტიის ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილიც დაესწრნენ. ირაკლი ბათიაშვილმა კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დადებითად დაახასიათა, თუმცა აღნიშნა: ჩვენ სიძე კი არა, პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ და ეს ნინო ბურჯანაძე უნდა იყოსო. მოქალაქეებთან გაკეთებული განცხადებების შემდეგ ბურჯანაძემ პარტიის ადგილობრივი ოფისი დაათვალიერა და წინასაარჩევნო კამპანია სოფელ ვეჯინსა და ველისციხეში შეხვედრებით განაგრძო. ლანა გულოშვილი http://farm8.staticflickr.com/7392/10723989214_579bf98ec2_z.jpg
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.