თვითმმართველობა
არასამთავრობოები დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გამგებლების კონკურსგარეშე დანიშვნას აპროტესტებენ
კახეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში შექმნილი ვითარება არასამთავრობო ორგანიზაციების განხილვის საგანი გახდა. კვირის განმავლობაში "ენჯეოები" (არასამთავრობო ორგანიზაციები) გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგებლების აკაკი ოსიაშვილისა და ირაკლი შიოლაშვილის თანამდებობებზე კონკურსგარეშე დანიშვნის ფაქტს აპროტესტებდნენ. აკაკი ოსიაშვილი 2012 წლის 10 დეკემბრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 7 მარტს კი მუნიციპალიტეტის გამგებლად, კონკურსის გარეშე დაინიშნა. საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილმა განაცხადა: -"გურჯაანის მუნიციპალიტეტს დღემდე ჰყავდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. მიზანშეწონილად მიმაჩნია, მას მოეხსნას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი და საკრებულოსგან ვითხოვ თანხმობას იმის შესახებ, რომ აკაკი ოსიაშვილი დაინიშნოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად. სამართლებრივად მე ამის უფლება მაქვს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად. რაც შეეხება ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან, მიმაჩნია, რომ აკაკი ოსიაშვილი აკმაყოფილებს აღნიშნული კანონით თანამდებობაზე დასანიშნად დადგენილ ძირითად მოთხოვნებს". დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელად ასევე კონკურსგარეშე, საკრებულოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ირაკლი შიოლაშვილი. აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამოეხმაურა. -"ნათელია, რომ სახეზე გვაქვს საკრებულოების მხრიდან კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ეჭვის ქვეშ დგება როგორც გამგებლების უფლებამოსილება, ასევე – მათ მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, გააუქმონ გამგებლების დანიშვნის შესახებ გამოცემული უკანონო აქტები. ასევე, უნდა გადაიხედოს უკანონოდ დანიშნული გამგებლების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები," _ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი "სპექტრთან" კომენტარში ამბობს: -"კანონში არის ორი სხვადასხვა მუხლი, რომლებიც გარკვეული ნაწილის მიერ შეიძლება სხვაგვარად იქნეს გაგებული. საიას აზრით, გარკვევითაა მითითებული, რომ კონკურსი უნდა ჩატარდეს, თუმცა კანონი იძლევა საშუალებას, ნაწილმა მისი სხვაგვარი განმარტება გააკეთოს. გურჯაანის გამგეობის იურისტებს ვესაუბრე. მათი თქმით, კანონში არ არის მითითებული კონკურსის ჩატარების ვალდებულება, ამიტომ ვთვლით, რომ შეიძლება გამგებელი მოვალეობის შემსრულებელიდან პირდაპირ დაინიშნოს კონკურსის წესის გარეშეო. ეს იყო მათი იურისტების მოტივაცია, რაც საკრებულომ გაიზიარა. მიგვაჩნია, რომ მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირ, კონკურსის გარეშე დანიშვნა არ არის კანონთან შესაბამისი," _ გვითხრა მარეხ მგალობლიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ გამგებლების დანიშვნის ბრძანებებს სასამართლოში ასაჩივრებს და საკრებულოების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს. - "მოცემულ შემთხვევაში დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა დაარღვიეს კანონი. რადგან არ არის ამგვარი პრეცენდენტი საქართველოში, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა და ამაზე დაყრდნობით მერე მიწერა საკრებულოსთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივმართოთ სასამართლოს. სარჩელი ჯერ არ გვაქვს შეტანილი, ამას აქვს გარკვეული ვადები და სანამ ეს ვადა ამოიწურება, ამ სარჩელს შევიტანთ. იმედია, სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, ამაში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, არც ვიდავებდით," _ გვითხრა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში გელა მთივლიშვილმა. თუმცა გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ ავთანდილ ზარდიაშვილმა "სპექტრთან" საუბარში განაცხადა. -"ორგანულ კანონში გარკვეულწილად არ არის მითითებული როგორ ინიშნება გამგებელი, ზოგადად წერია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად. თუმცა ამავე კანონის მე-20 მუხლში მითითებულია, რომ პირდაპირი წესითაც შეიძლება დაინიშნოს. სასურველია გამოცხადდეს კონკურსი, თუმცა არა სავალდებულო. ამ შემთხვევაში საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირს და ჩვენ შეიძლება დავნიშნოთ გამგებელი," _ აღნიშნა ავთანდილ ზარდიაშვილმა. გადაწყვეტილებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ნანა ჭაბუკაძე. -"გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს ჰქონდა იმის უფლება რა გადაწყვეტილებაც მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 39-ე მუხლების მიხედვით დადგენილია გამგებლის დანიშვნის წესი. ანუ, აქ მითითებულია, რომ გამგებელს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით." ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, კონკურსის წესის სავალდებულო მოთხოვნა გამგებელზე არ ვრცელდება. თუ საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერ აკეთებს არჩევანს, მას შეუძლია გამოაცხადოს კონკურსი და ამას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულო არ არის. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი არასამთავროების რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს და სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მზად არის საკუთარი პოზიცია დაიცვას. გადაწყვეტილების გაუქმებას არც დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი აპირებს. როგორც მან "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, ნებისმიერს აქვს უფლება დადგენილება გაასაჩივროს. -"კანონი კონკურსს არ ითვალისწინებს. ვინ გითხრათ, სად წაიკითხეთ? მე ვერავის ვერაფერს ავუკრძალავ, ვისაც სად უნდა იქ გაასაჩივროს." დღეისათვის გამგებლის პოსტი ვაკანტურია ყვარლის მუნიციპალიტეტში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხუციშვილმა "სპექტრთან" საუბრისასა აღნიშნა, რომ გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი 15 მარტს გამოცხადდა და 24 მარტს დასრულდება. პრეტენდენტთა სიამ კი ასს გადააჭარბა (23 მარტის მონაცემებით). მოთხოვნების თანახმად, კანდიდატი უნდა ერკვეოდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებში: -საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება, "საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონი, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი", საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი. ნინო ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნულ კონკურსში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ქევხიშვილიც მონაწილეობს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად 12 დეკემბერს წარადგინეს. თელავის, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს გამგელის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ. მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, კანონი ამის უფლებას იძლევა. -"დღეს მოქმედი კანონის თანახმად, არ არის განსაზღვრული ვადა, თუ რა დრომდე შეიძლება იყოს პირი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა ეს კანონის ხარვეზია და საჯარო სამსახურებში ხშირად იყენებენ. პირი შეიძლება წლების განმავლობაში იყოს მოვალეობის შემსრულებელი." მისივე თქმით, კანონი ვადების განსაზღვრის შესახებ პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი ლოლაძის კანდიდატურას კი ამ პოსტზე დასამტკიცებლად მხარი საგარეჯოს საკრებულოს 30-მა წევრმა 2012 წლის 2 ნოემბერს დაუჭირა. რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, აქ გამგებლად ვალერ ალიბეგაშვილი კონკურსის შედეგად 2013 წლის 3 იანვარს დაამტკიცეს. ლანა გულოშვილი logo-canada EPF_Logo_GEO_Horiz_White
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.