თვითმმართველობა
ზვიად შინჯიკაშვილი: "ჩემი დაკავება ნაციონალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური რეჟიმის ბრალი იყო"
2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით, 14-ის წინააღმდეგ 215 მსჯავრდებული პოლიტპატიმრად სცნო. მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანომ "ამნისტიის შესახებ" კანონი 80 ხმით დაამტკიცა და პოლიტპატიმრებმა ციხეები დატოვეს. ამნისტირებულთა სიაში მოხვდა სოფელ ზემო გურჯაანის მკვიდრი ზვიად შინჯიკაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ წაყენებული ბრალი აბსურდული და გამოგონილი იყო. ზვიად შინჯიკაშვილი საპატრულო ეკიპაჟმა რაიონულ პოლიციაში 2011 წლის 6 სექტემბერს გადაიყვანა. ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გამოძიების თანახმად, მან შელაპარაკებისას მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო კონკრეტულად კი, ქვა ჩაარტყა. პოლიტპატიმარი ამ დანაშაულს აბსურდულს და შეთითხნილს უწოდებს. ზვიად შინჯიკაშვილის თქმით, საქმე ყოფილი ხელისუფლების დავალებით "შეკერეს" და ოპოზიციური განცხადებებისა და ქმედებებისთვის დასაჯეს. "სპექტრთან" საუბრისას მან თავი შეიკავა, იმ პირების დასახელებისგან, ვინც მის საქმეში ფიგურირებს. "ფაქტიურად ეს საქმე წინასწარ განზრახული და დაგეგმილი იყო. ეს კონკრეტული პიროვნებების კი არა, იმ რეჟიმის ბრალია, რომელსაც "ნაციონალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური" რეჟიმი ჰქვია. ისინი თუ არ იქნებოდნენ, მაშინ სხვები შეასრულებდნენ მითითებებს." მან დაწვრილებით გაიხსენა ის დღე, როდესაც დააკავეს: -"2011 წლის 6 სექტემბერს მე და ჩემი მეუღლე ბანკიდან გამოვედით, ის გავაცილე და მეგობრის სანახავად წავედი. ამ დროს ჩემთვის უცნობმა ადამიანმა დამიძახა. მითხრა შენი ნახვა მინდოდა, დიდი ხანი გეძებდიო. საკმაოდ ნასვამი იყო. ვუთხარი, არ მცალია-მეთქი და გზა გავაგრძელე. შემდეგ კიდევ რომ გამიმეორა, ვიფიქრე, დაველაპარაკები, გავიგებ რა უნდა-მეთქი. ამ პიროვნებამ მითხრა: ერთი თვის წინ ბაზართან, ტაქსებთან ვიდექი, მზესუმზირას ვჭამდი, შენ "სემიჩკის" ნაფცქვენი მოგეყარა და ამის გამო შემაგინეო. არადა, იმ პერიოდში, რა დროზეც ეს კაცი ლაპარაკობს, თბილისში ვიყავი, აბსურდული რაღაცაა. ვკითხე, რატომ მაშინვე არ გამეცი პასუხი, ეხლა რომ ამბობ-მეთქი. მაშინ ვერ გავიგე, მერე ტაქსის შოფერმა მითხრაო. როგორც მერე მივხვდი, შეგნებულად ხმამაღლა ლაპარაკობდა. ვთხოვე ტაქსის შოფერი ეჩვენებინა, ან კიდევ საქმე მაშინ გაგვერკვია, როცა გამოფხიზლდებოდა. იქვე, რაღაც 50 მეტრში პატრულის მანქანა იდგა. ჩემი აზრით, სპეციალურად იცდიდნენ. დაახლოებით ორ წუთში ჩვენთან მოვიდნენ. თავიდან ვითომ იმიტომ წამიყვანეს, რომ დამხმარებოდნენ, დაედგინათ რატომ მომაყენა შეურაცხყოფა. ანუ მოტყუებით წამიყვანეს. ჩვენებას რომ იწერდნენ, ვუთხარი არაფერი მომხდარა და არაფერი დაუშავოთ-მეთქი. იქით ვიცავდი იმ კაცს." _ გვიყვება ზვიად შინჯიკაშვილი. მისივე თქმით, მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ცრუმოწმეები მიიყვანეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. -"მაშინ იქ არც არავინ იყო, არადა შემდეგ სასამართლოზე დაახლოებით თერთმეტამდე მოწმე მოიყვანეს, ვითომ ამ ამბავს შეესწრნენ. ისეთი რამეები ილაპარაკეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სასამართლო პროცესი ორ დღეში დანიშნეს და 40 დღე პირობითი მომისაჯეს, გლდანში გადამიყვანეს. შემდეგ კი, ჩემი თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით განისაზღვრა. თუმცა ერთი წელი და ხუთი თვის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭეს. განაჩენს რომ დახედოთ, თვითონ მიხვდებით, რომ აბსურდულია." ზვიად შინჯიკაშვილი დაკავებამდე ერთი წლით ადრე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო. `ბოლი დროს უკვე აქტიურად აღარ გამოვხატავდი ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებებს, რადგან პირადი ბიზნესი მქონდა. იქამდე კი საკრებულოში `ბლოკი ხიდაშელი, დავითაშვილი, ბერძენიშვილი კონსერვატიულ-რესპუბლიკური პარტიის~ წევრი ვიყავი. 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ღამესაც ამიყვანეს, მაგრამ მეორე დღეს გამომიშვეს. ამ მიტინგის დროს დაკავებული ზოგიერთი ადამიანი დღესაც საპატიმროში რჩება.~ _ გვითხრა მან. ზვიად შინჯიკაშვილი ერთ კვირაზე მეტია `გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების~ სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. დანაშაული თუ პროვოკაცია? advokati, lola tusashviliზვიად შინჯიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით "სპექტრმა" კომენტარი მის ადვოკატს, ლოლა ტუსაშვილს სთხოვა. მან რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროვოკაცია მოუწყვეს. -"ზვიად შინჯიკაშვილი 2011 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. საქმეში ორი დღის შემდეგ ჩავერთე. არავინ იცოდა კონკრეტულად რაზე იყო დაპატიმრებული. წინაწარი დაკავების იზოლატორში პირველად რომ შევხვდი, მეკითხებოდა რაზე დამაკავეს რა უნდათ ჩემგანო?Dგამოძიების თანახმად, თურმეAშინჯიკაშვილსა და ახაშენში მცხოვრებ გიორგი ჩალათაშვილს შორის თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიადს მისთვის ბეჭებში ქვა ჩაურტყამს. არადა, სინამდვილეში შელაპარაკებაც კი არ მომხდარა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს იყო პროვოკაცია, რათა ზვიადი დაეკავებინათ. ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, ოპოზიციური პარტიის წევრი იყო. 26 მაისის მიტინგზეც დააკავეს, მასობრივ დაპატიმრებაში მოჰყვა. მაშინ კი გამოუშვეს, მაგრამ მერე უკვე სექტემბრის თვეში გაახსენდათ, რომ საარჩევნოდ რეგიონისთვის შეიძლება საფრთხე შეექმნა. ვითომდა მის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ნიშნავს ხულიგნობას და დანაშაულის იარაღად რაიმე სხვა საგნის გამოყენებას. ფაქტიურად, ეს ქვა იმიტომ ფიგურირებდა, რომ დანაშაული დაემძიმებინათ. სინამდვილეში, ქვა არ არსებობდა და არც ნივთმტკიცებად ყოფილა სასამართლოზე წარმოდგენილი," _ გვითხრა ლოლა ტუსაშვილმა. მისივე განმარტებით, ამ მუხლით სასჯელის ზომა განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე. -"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მინიმუმი, ოთხი წელი მიუსაჯეს, საქმე, თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. მოსამართლე მამუკა წიკლაურსაც სჯეროდა, რომ ეს იყო "შეკერილი" დანაშაული. სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოიტანა განაჩენი. არც ერთ მოწმეს მინიშნებითაც კი არ დაუდასტურებია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ქვა ჩაარტყა." ლოლა ტუსაშვილის თქმით, თავად გიორგი ჩალათაშვილიც თავდაპირველად სხვა ჩვენებას იძლეოდა, რომელიც შემდეგ შეაცვლევინეს. "ე.წ. დაზარალებული პირველად, რომ დაიკითხა იმანაც კი თქვა, ქვა არ ჩაურტყამსო, მაგრამ იმავე საღამოს გურჯაანის პროკურატურაში იმისთანა დღე მოაწიეს, განცხადება დააწერინეს: "მაშინ შემეცოდა, ახლა ჩვენებაში სიმართლეს დავწერო." ყველზე მთავარი არის ის, რომ უშუალოდ ვესაუბრე გიორგი ჩალათაშვილს. მისი ნაამბობიდან გაირკვა, რომ სამი თვე ციხეში უკანონოდ იჯდა. სოფელ ახაშნელი მოხუცი ქალის გაუპატიურებას და მოკვლას აბრალებდნენ. ათასნაირი წამება გადამატარეს, ციხეში ისეთი პირობები შემიქმნეს, თავის მოკვლას ვაპირებდიო. მისი თქმით, როდესაც ეს არ დაუდასტურდა და სხვას მიაგნეს, გაათავისუფლეს, მაგრამ ის სამთვიანი პატიმრობა უკანონობაში რომ არ ჩათვლოდათ, გადაჭრილი თოფის შენახვის გამო მისცეს პასუხისგებაში, ეხლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიმყოფებიო. რა ვქნა თავს ზევით ძალა არ მაქვსო. ეს ადამიანი ფსიქოლოგირად ძალიან დათრგუნული იყო და ასეთი პროვოკაციისთვის გამოიყენეს. თუ დავუშვათ, ზვიად შინჯიკაშვილი იგინებოდა, თვითონ ხომ ამბობდა ჩალათაშვილი ერთმანეთს ვაგინებდითო, ფაქტიურად ამანაც გამოავლინა საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივისმცემლობა. ამის გამო მე მოვითხოვდი მის დასჯასაც." ადვოკატი ამბოს, რომ ზვიად შინჯიკაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებით ჯერ კიდევ ახლადმოწვეულ პარლამენტს მიმართა. -"პარლამენტი ახალი შეკრებილი იყო, მაშინვე გავამზადე განცხადება და გადავაგზავნე. გარდა ამისა, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მივმართე, რომ ეს საქმე გადაეხედათ." საუბრის დასასრულს, ადვოკატმა გვითხრა, რომ ზვიად შინჯიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეაბილიტაციის პროცედურების დაწყებას ელოდება, რომელსაც სპეციალური კომისია კანონის მიღების შემდეგ განახორციელებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.