თვითმმართველობა
რწმუნებულების პოლიტიკური ნიშნით დევნა თუ მორალური პასუხისმგებლობის შედეგი
DSCN2470ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი გუნდი მართავს, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების შეცვლის თაობაზე. ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს, უმცირესობა კი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. რამდენიმე თვეა, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან (ასევე მათი მისამართით), ხშირად ვისმენთ ტერმინს `კოჰაბიტაცია~ (თანაცხოვრება). ამის მიუხედავად უმცირესობაში მყოფი `ნაციონალები~ აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები შეიმჩნევა. ამის შესახებ სოფლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებიც საუბრობენ. რამდენიმე მათგანი `სპექტრთან~ ამ აზრს არაოფიციალურ საუბარშიც აფიქსირებს, თუმცა საგაზეთო კომენტარებისგან თავს იკავებს.
ადგილობრივ ხელისუფლებას კი კონტარგუმენტები მოჰყავს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჯონი ოსიაშვილი და მოადგილე ზურა დანელიშვილი კითხვას სვამენ_`რატომ აპელირებენ ოპონენტები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, თუკი სოფლის რწმუნებულები, ანუ საჯარო მოხელეები პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებდნენ?~ ჯონი ოსიაშვილი ამბობს, რომ განცხადების დაწერას არავის აიძულებს. ადამიანები, რომლებიც თავს პოლიტიკურ მოღვაწეებად მიიჩნევენ, სამსახურს თავად ტოვებენ. "ზოგი რწმუნებული თავს არა საჯარო მოხელედ, არამედ პოლიტიკურ მოღვაწედ მიიჩნევს. მე არც ერთი მათგანისთვის არ მითქვამს, რომ განცხადება დაწეროს, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ზოგი ასრულებდა ძველი ხელისუფლების დავალებებს, რასაც კანონი კრძალავს. ყველა რწმუნებული პირად საუბარში აღიარებს, რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში, სამუშაო საათებში, ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდნენ. აღიარებენ, რომ იყვნენ აგიტატორებიც. მოიყვანეთ ნებისმიერი რწმუნებული და თავად ჰკითხეთ, წინასაარჩევნოდ დღის განმავლობაში, პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ თუ არა. ამას ყველა დაგიდასტურებთ. არის თუ არა ეს კანონდარღვევა?! მე მათ არ ვაიძულებ თანამდებობიდან წასვლას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვიმეორებ, თვლიან, რომ არიან პოლიტიკური მოხელეები, წერენ განცხადებებს და მიდიან. რწმუნებულების უმრავლესობას სოფლის მოსახლეობა უპირისპირდება. როგორც ისინი ამბობენ, აიძულებდნენ ხმა `ნაციონალური მოძრაობისათვის~ მიეცათ. მესმის, აქ მეორე მხარეა _ ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მაშინ არ იყო პიროვნებების უფლებების დაცვა საჭირო, როდესაც ოჯახში მიდიოდნენ და აწიოკებდნენ?!" _ ამბობს ჯონი ოსიაშვილი.
გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილი ადასტურებს, რომ სოფლის რწმუნებულთა უმრავლესობა `ნაციონალური მოძრაობის~ დაკვეთას ასრულებდა და მოვალეობები ავიწყდებოდა. ამიტომაც თვლის, ასეთი ადამიანების ადგილი საჯარო სამსახურებში არ არის. თუმცა მისივე თქმით, ამ ადამიანებს აქვთ შანსი ერთი წლის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მოსინჯონ ძალები. "როდესაც რწმუნებულებს ვესაუბრები, აღიარებენ, რომ ახორციელებდნენ პოლიტიკურ დავალებებს. შესაბამისად, მათ ამის სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ. ამიტომაც აღიქმებიან არა საჯარო მოხელეებად, არამედ პოლიტიკურ პირებად. მე მესმის, რომ მათი ნაწილი ამას იძულებითაც აკეთებდა, თუმცა თითოეულმა მათგანმა ახლა უნდა გაითვალისწინოს და იკისროს მორალური პასუხისმგებლობა. საკმაოდ ბევრს გაუღვიძა სინდისი ამ პასუხისმგებლობამ და საკუთარი ნებით წერენ განცხადებებს. მინდა ვთქვა ისიც, რომ ბევრი მათგანი ავტორიტეტული ადამიანიცაა და ჩვენში არავითარ პიროვნულ ანტიპატიას არ იწვევს, ბევრზე გულიც დამწყდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამსახურებრივ მოვალეობებს ამეტებდნენ. მე მათ ვურჩევ, თუ აპირებენ პოლიტიკაში დარჩენას, ერთი წლის შემდეგ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მონაწილეობა მიიღონ. ეს პერიოდი იქნება მათი პოლიტიკური რეაბილიტაციის დრო," _ აცხადებს ზურა დანელიშვილი. კულუარული ინფორმაციით კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფლის რწმუნებულზე შეცვლაზე ბრძანება უკვე დაწერილია, რომელიც ძალაში პირველი თებერვლიდან შევა. თუმცა აღნიშნულს ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს. ზურაბ დანელიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ამ დროისათვის მხოლოდ რამდენიმე სოფელს _კაჭრეთს, მუკუზანს და კოლაგს შეეხო. მისი თქმით, ახალი რწმუნებულები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.