გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 47 პერსონალურ კომპიუტერს,
2 ლეპტოპსა და 45 პრინტერს ყიდულობს.
ტენდერი 150 000 ლარზეა გამოხადებული.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, კომპიუტერები
სოფლებში ადმინისტრაციულ ერთეულებს გადაეცემათ.
-"როგორც იცით, მერიაში 2019 წლიდან მოქმედებს ერთიანი ელექტრონული
საქმისწარმოების სისტემა. ამჯერად, იგეგმება რომ ადმინისტრაციული
ერთეულებიც ჩაერთონ ელექტრონული საქმისწარმოების და ელექტრონული
განცხადებების მართვის სისტემაში. მოქალაქეებს სოფელშივე ექნებათ
შესაძლებლობა მიმართონ მერიას, რითაც მათ უფრო გაუმარტივდებათ
მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა. შესაბამისად,
ადმინისტრაციული ერთეულები საჭიროებს კომპიუტერული ტექნიკით
აღჭურვას. ასევე, მერიაც საჭიროებს რამდენიმე კომპიუტერის დამატებას
და შეცვლას,"- გვითხრეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, ტენდერი პირველ აგვისტოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები