speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას
აგრძელებს. ამჯერად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ქონებასა და
შემოსავლებს გაგაცნობთ.
ავთანდილ გულიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი მიწის ნაკვეთი
საგარეჯოში, 2018 წელს 6000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი
თბილისში, აგრეთვე 1 სახლი საგარეჯოში, 1 - თბილისში, რომელიც 2019
წელს 23 335 დოლარად იყიდა.
მერის მამა შალვა გულიკაშვილი ფლობს სახლს თბილისში, რომელიც
დეკლარაციის მიხედვით, 2012 წელს 190 000 დოლარად შეიძინა. მერის
მეუღლის, ირმა ოთარაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი საცხოვრებელი
სახლი. თბილისში მდებარე სახლი 2000 წელს 4000 დოლარადაა
შეძენილი, მეორე სახლი საგარეჯოში ოთარაშვილს 2016 წელს დედამ აჩუქა.
მერის მეუღლის სახელზეა აგრეთვე არასაცხოვრებელი ფართი საგარეჯოში და
რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, ასევე დედამ
აჩუქა.
მერის დედა ფლობს 2002 წელს 60 000 დოლარად შეძენილ საცხოვრებელ სახლს თბილისში, ასევე
მიწის ნაკვეთებს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.
ავთანდილ გულიკაშვილს დეკლარაციის შევსების დროს, 2021 წლის 25
დეკემბერს ნაღდი ფულის სახით გააჩნდა 570 000 დოლარი, ბანკში კი
3 051 ლარი და 18 დოლარი. გულიკაშვილი 2020 წელს შპს "საგარეჯო
2019"-ის დირექტორი გახლდათ, გაწეული საქმიანობისთვის ერთი წლის
განმავლობაში 24 612 ლარი მიიღო.
გულიკაშვილი შპს "ჯიი XXI"-ის დამფუძნებელიდა 15%-იანი წილის
მფლობელია. მან 2020 წელს გაწეული სამუშაოსთვის 259 000 დოლარი
მიიღო.
ავთანდილ გულიკაშვილის სახელზე ორი მანქანაა რეგისტრირებული. BMW 2013
წელს 80 000 ლარადაა შეძენილი, ხოლო toyota land cruiser 2021 წელს -
60 000 ლარად.
მასალის გამოყენების პირობები