თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია
 ლანა გულოშვილი
DSCN1951 ორშაბათს, 10 დეკემბერს დაგეგმილი საკრებულოს სხდომა წინა დღეების დაძაბულობისა და დაპირისპირების მიუხედავად მშვიდ გარემოში ჩატარდა. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა დაამტკიცეს და საქმიანობას ჩვეულ რიტმში შეუდგნენ.
10 დეკემბერს დანიშნული საკრებულოს სხდომა ბოლო კვირებისგან განსხვავებით მშვიდ რეჟიმში წარიმართა და არც სესიის გადადება გახდა საჭირო. სხდომაზე, რომელსაც 22 დეპუტატი ესწრებოდა, საკრებულოს თავმჯდომარედ ოცი ხმით 2-ს წინააღმდეგ ავთანდილ ზარდიაშვილი დაამტკიცეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კი 17 ხმით 5-ის წინააღმდეგ აკაკი (ჯონი) ოსიაშვილი აირჩიეს. მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში ჯონი ოსიაშვილმა და ავთანდილ ზარდიაშვილმა პირობა დადეს, რომ რაიონის კეთილდღეობისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. "გურჯაანში უამრავი პრობლემაა. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტს, ზაფხულში თავს დაატყდა სტიქია. ამ კუთხით მთავრობა მნიშვნელოვანი პროცესების განხორციელებას აპირებს, თუმცა, `ქართული ოცნება~ აქამდეც აქტიურად მუშაობდა. მთავარი დღეისათვის ის არის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ათ სოფელში ნათესები 50-დან-100%-მდე განადგურდა, აქედან გამომდინარე ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას და ვითარებას ადგილზე შევისწავლით," _ აღნიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და აქვე `ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან~ გარიგებაც უარყო.DSCN1947"დროსა და სივრცეში არ არსებობს რაიმე ფაქტი, რომელიც ჩემს სახელს `ნაციონალურ მოძრაობასთან~ დააკავშირებს. ასეთი რამე წარმოუდგენელია," _ ამბობს ჯონი ოსიაშვილი.
`ნაციონალურ მოძრაობასთან~ კავშირს არც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი ადასტურებს. "აზრის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს. უბრალოდ, როდესაც ადამიანს ადანაშაულებ, ბრალდებას უნდა ამყარებდეს არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები. მე ვარ ახალი ფრაქციის `ქართული ოცნება -რესპუბლიკელების~ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. `ნაციონალებთან~ საერთო არაფერი მაქვს," _ ამბობს ავთანდილ ზარდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში გამგებლობის კანდიდატი მიხეილ ფურცელაძე და `ქართული ოცნების~ საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ნიკოლაშვილი საპროტესტო აქციებს მართავდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, ავთანდილ ზარდიაშვილი და ჯონი ოსიაშვილი ხელისუფლებაში `ნაციონალური მოძრაობის~ ინტერესების დასაცავად მოდიან.Aმიხეილ ფურცელაძე და დავით ნიკოლაშვილი სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ, თუმცა პროტესტი ხმაურიანი ფორმით აღარ გამოუხატავთ, აღნიშნულ თემაზე მხოლოდ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. "არაფრის თქმას აზრი არ აქვს. თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბინძური გარიგებების მოწმენი გავხდით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე ჩამოვყალიბდებით," _ განმარტა დავით ნიკოლაშვილმა.
საკრებულოს სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დეპუტატებმა უკვე ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დამატებითი საკითხიც განიხილეს. სხდომის მიმდინარეობის პარალულურად გამგეობის შენობის წინ ახლა უკვე ჯონი ოსიშვილის მომხრეები იდგნენ ტრანსფარანტებით ხელში. ისინი მიხეილ ფურცელაძეს და დავით ნიკოლაშვილს ამჟამინდელ გუბრნატორ, ზურაბ ჭიაბერაშვილის პროექტად მოიხსენიებდნენ. სესიის დასრულების შემდეგ ჯონი ოსიაშვილი თანაგუნდელებთან ერთად `ქართული ოცნების~ ადგილობრივი ოფისისკენ გაემართა და მილოცვებს უკვე იქ იღებდა. მომდევნო დღეებში კი ახალმა ხელმძღვანელობამ მუშაობა რწმუნებულებთან შეხვედრით და სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად კომისიების შექმნით დაიწყო. აქვე განვმარტავთ, რომ ავთანდილ ზარდიაშვილი ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა, სურსათის უვენაბლობის სააგენტოს გურჯაანის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. რაც შეეხება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ, აკაკი (ჯონი) ოსიაშვილს, მისი ცვ შეგიძლიათ გაზეთ `სპექტრის~ #37(366)-ში იხილოთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.